ლანა დელ რეიმ ქმართან, ჯერემი დუფრენთან ერთად დაწერილი ახალი სიმღერა წარადგინა

ტრეკი ასახავს მომღერლის სიყვარულსა და ერთგულებას პარტნიორის მიმართ.
ლანა დელ რეი და ჯერემი დუფრენი Ralph Lauren-ის მოდის ჩვენებაზე. 2026 წლის 10 თებერვალი, ნიუ-იორკი. Lexie Moreland/WWD
ლანა დელ რეი და ჯერემი დუფრენი Ralph Lauren-ის მოდის ჩვენებაზე. 2026 წლის 10 თებერვალი, ნიუ-იორკი.
Lexie Moreland/WWD

მსმენელი კვლავაც ელის ლანა დელ რეის მომავალ ალბომს, სახელწოდებით Stove, თუმცა 17 თებერვალს მუსიკოსმა ფანებს ახალი სინგლი – White Feather Hawk Tail Deer Hunter გაუზიარა.

სიმღერა დაწერილია მის მეუღლესთან, ჯერემი დუფრენთან ერთად, რომელზეც მომღერალმა 2024 წლის სექტემბერში იქორწინა. ტრეკი ასახავს მომღერლის სიყვარულსა და ერთგულებას პარტნიორის მიმართ. შინაარსი არტისტისათვის დამახასიათებელ, მისტიკურ სტილშია.

ტრეკის პროდიუსერი და თანაავტორი მომღერლის ხშირი კოლაბორატორი ჯეკ ანტონოფია.

თებერვლის დასაწყისში, როდესაც სიმღერის გამოშვება დააანონსა, დელ რეიმ მას მომავალი ალბომიდან თავისი „რჩეული“ უწოდა. „ეს ის სიმღერაა, რომელსაც ველოდებოდი,“ – თქვა მან და აღნიშნა, რომ დიდი ხნის ნანატრი ალბომი, სავარაუდოდ, სამ თვეში იქნება მზად.

ახალი ალბომი არტისტმა ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში, Billboard x NMPA-ს დაჯილდოებაზე დააანონსა და განაცხადა, რომ ის ქანთრი ჟანრის იქნებოდა. მისი პირველი სინგლი – Henry, Come On 2025 წლის აპრილში გამოვიდა. ამ დროს ალბომის სახელწოდება იყო The Right Person Will Stay. მოგვიანებით მან ჩანაწერის გამოშვება გადადო, სახელიც შეუცვალა და Stove დაარქვა. 

მომღერალმა ბოლო ალბომი 2023 წელს გამოუშვა. ნამუშევარმა – Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd – Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.

მოუსმინეთ ლანა დელ რეის ახალ სიმღერას – White Feather Hawk Tail Deer Hunter: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარგო რობი - Wuthering Heights-ის მსოფლიო პრემიერა, 2026 წლის 28 იანვარი, ლოს-ანჯელესი. Araya Doheny Photography/Variety

მარგო რობიმ გადასაღებ მოედანზე კეიტ ბუშის Wuthering Heights-ის ლეგენდარული ცეკვა გააცოცხლა

შემდეგი სტატია

Bad Bunny - Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია. Neilson Barnard/Getty Images

Bad Bunny სტრიმინგ სერვის Spotify-ს სერიის – Billions Club Live-ის ფარგლებში აზიაში პირველ კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი