მარგო რობიმ გადასაღებ მოედანზე კეიტ ბუშის Wuthering Heights-ის ლეგენდარული ცეკვა გააცოცხლა

„მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მარგო რობის პერსონაჟს მძიმე ბედი აქვს, გადასაღები მოედანი მსახიობებისთვის სასიამოვნო იყო” – აღნიშნა მეტყველების პედაგოგმა უილიამ კონაჩერმა.
მარგო რობი - Wuthering Heights-ის მსოფლიო პრემიერა, 2026 წლის 28 იანვარი, ლოს-ანჯელესი. Araya Doheny Photography/Variety
მარგო რობი – Wuthering Heights-ის მსოფლიო პრემიერა, 2026 წლის 28 იანვარი, ლოს-ანჯელესი. Araya Doheny Photography/Variety

ემერალდ ფენელის ფილმში, რომელიც ემილი ბრონტეს კლასიკური რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ (Wuthering Heights) ეკრანიზაციაა, მარგო რობი სრულად გარდასახული იყო თავის პერსონაჟში. ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობმა გადასაღებ მოედანზე კეიტ ბუშის ლეგენდარული სიმღერის, Wuthering Heights-ის ცეკვაც გააცოცხლა.  16 თებერვალს მეტყველების პედაგოგმა უილიამ კონაჩერმა ინსტაგრამზე პოსტები გააზიარა, სადაც მარგო რობი, ჯეიკობ ელორდი და ფილმის სხვა მსახიობები მუშაობის პროცესში ჩანან. 

ვიდეოში პერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილი მარგო რობი კეიტ ბუშის სადებიუტო, გოთიკური სინგლის ცნობილ ცეკვას იმეორებს.

„შესაძლოა, ფილმში მარგო რობის პერსონაჟს მძიმე ბედი აქვს, თუმცა გადაღებებზე  ჩვენ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. აი, ბედნიერი მარგო დღის ბოლოს, გადასაღებ მოედანზე.” – დაწერა პოსტში უილიამ კონაჩერმა.

კეიტ ბუშმა Wuthering Heights 1978 წელს გამოუშვა, სიმღერა მისი სადებიუტო ალბომის, The Kick Inside-ის წამყვანი სინგლია. სიმღერამ დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ჩარტებში ოთხი კვირის განმავლობაში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა გადაღებების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი Charli XCX-ს ეკუთვნის. Charli XCX-მა ამავე სახელწოდების ალბომი 13 თებერვალს, სწორედ იმ დღეს გამოაქვვეყნა, რა დღესაც ემერალდ ფენელის ფილმის პრემიერა შედგა. 

კეიტ ბუშმა ახალი ნამუშევარი 50 Words for Snow ბოლოს  2011 წელს წარადგინა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ახალ სტუდიურ ალბომზე სურს მუშაობის დაწყება. „უამრავი იდეა მაქვს, ძალიან მინდა შემოქმედებით პროცესს ისევ დავუბრუნდე –  დიდი დრო გავიდა.“ – აღნიშნა 2024 წელს BBC Radio 4-თან საუბარში მომღერალმა. 

ამასთანავე, 2022 წელს სერიალ Stranger Things-ში გაჟღერებულმა მუსიკოსის 1985 წლის ჰიტმა Running Up That Hill  კვლავ დაიბრუნა დიდების მწვერვალი, იმავე წელს სიმღერა Billboard Hot 100-ში ხელახლა მოხვდა და მესამე ადგილი დაიმკვიდრა. 2025 წელს კი, სერიალის მეხუთე სეზონის პრემიერის შემდეგ, სიმღერა Top TV Songs-ის ჩარტში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი „დისნეიში” ბრუნდება 

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი და ჯერემი დუფრენი Ralph Lauren-ის მოდის ჩვენებაზე. 2026 წლის 10 თებერვალი, ნიუ-იორკი. Lexie Moreland/WWD

ლანა დელ რეიმ ქმართან, ჯერემი დუფრენთან ერთად დაწერილი ახალი სიმღერა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

Hooverphonic წელს Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო. ჯგუფის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი