ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის, დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის ცეკვა The Offspring-მა გააზიარა

სპორტსმენებმა ფიგურული სრიალი The Offspring-ის ცნობილ სიმღერაზე, Pretty Fly (For A White Guy)-ზე შეასრულეს.
The Offspring Daveed Benito
The Offspring Daveed Benito

იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, მაყურებელი და კრიტიკოსები მოულოდნელი მუსიკალური არჩევანით გააოცა. ფიგურული სრიალისთვის დამახასიათებელი კლასიკური მელოდიების ნაცვლად, წყვილმა ყინულზე როკ-პერფორმანსი მოაწყო და ლეგენდარული პანკჯგუფის, The Offspring-ის ჰიტზე, Pretty Fly (For A White Guy)-ზე იცეკვა.

ამ გამოსვლამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო კი თავად The Offspring-ის ოფიციალურ ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდა. ბენდმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის გამოსვლა მოიწონა და აღტაცებაც არ დამალა. 

„14 წლის ასაკში ვინმეს რომ ეთქვა, ამ სიმღერას ოლიმპიადაზე მოვისმენდი, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდით“,  – წერია Offspring-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ტიტრებში. 

ერთი დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს: 

The Offspring-ის პოსტს თავად სპორტსმენებიც გამოეხმაურნენ, გლებ სმოლნიკი ბენდს კომენტარში უწერს: „დიდი მადლობა!!  ყოველ ჯერზე, როცა თქვენი მუსიკის ფონზე ვსრიალებთ, ეს ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული და დიდი სიამოვნებაა!!! “

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენს მუსიკაზე სრიალი,“ – აღნიშნავს დიანა დევისი.

დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა 196.02 ქულით, მეცამეტე ადგილით დაასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Shortparis

Shortparis-ის ვოკალისტი ნიკოლაი კომიაგინი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ერეკლე დეისაძემ ახალი სინგლი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი