Shortparis-ის ვოკალისტი ნიკოლაი კომიაგინი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინფორმაცია ჯგუფის მენეჯერმა, მარინა კოსუხინამაც დაადასტურა: „ნიკოლაი აღარ არის ჩვენთან“.
Shortparis
Shortparis

ნიკოლაი კომიაგინი, რუსული ექსპერიმენტული ჯგუფის, Shortparis-ის ფრონტმენი, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Clash-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ჯგუფის მენეჯერმა, მარინა კოსუხინამ ინსტაგრამზე დაადასტურა: „ნიკოლაი აღარ არის ჩვენთან“. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მას კრივის ვარჯიშის შემდეგ გული გაუჩერდა.

Shortparis სანქტ-პეტერბურგში 2012 წელს ჩამოყალიბდა. ნიკოლაი კომიაგინი ჯგუფის ვოკალისტი, კლავიშისტი და იდეოლოგი იყო. მათი პირველი ალბომი Docheri 2013 წელს გამოვიდა, რასაც 2017 წელს მოჰყვა Paskha. 2015 წელს მათ სანქტ-პეტერბურგში კონცერტი ჯგუფ The Kooks-ისთვის გამართეს, ხოლო 2017-ში – alt-J-ისთვის. მათი შოუები ცნობილი იყო პროვოკაციული, პერფორმანს-არტზე დაფუძნებული მიდგომით.

ჯგუფმა ფართო აღიარება მხოლოდ 2018 წელს, პოლიტიკურად დამუხტული კლიპის, Strashno-ს გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ამის შემდეგ Shortparis სწრაფად იქცა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფად და საერთაშორისო ინტერესიც გამოიწვია. 2019 წელს მათ პირველი ტურნე დიდ ბრიტანეთში გამართეს, სადაც Liverpool Sound City-სა და The Great Escape-ის ფესტივალებზე წარდგნენ. 

გარდა მუსიკისა, ნიკოლაი კომიაგინმა ითამაშა კირილ სერებრენიკოვის ორ ფილმში: „ზაფხული“ (Leto) და „ლიმონოვი: ბალადა ედიზე“, ასევე შეასრულა საკულტო რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის როლი სერიალში „კარამორა“.

2026 წლის მონაცემებით, ჯგუფი კვლავ რუსეთში რჩებოდა, ეს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკური პოზიციის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში მოღვაწეობა ფაქტობრივად აკრძალული ჰქონდათ და კონცერტებიც გაუუქმდათ. აღსანიშნავია, რომ Shortparis 2025 წლის 4 ნოემბერს თბილისსაც ეწვია და Elektrowerk-ის სცენაზე კონცერტი გამართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსმა მომავალი ალბომის სიმღერების სია გაამხილა

შემდეგი სტატია

The Offspring Daveed Benito

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის, დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის ცეკვა The Offspring-მა გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი