Mother on Mondays-ის პირველი და ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეული ალბომი ოფიციალურად გამოვიდა

Clear and Cold თავდაპირველად 1993 წელს ჩაიწერა.

პირველად, 33 წლის შემდეგ, Mother on Mondays-ის ალბომი Clear and Cold ოფიციალურად გამოვიდა. მისი მოსმენა ახლა უკვე „იუთუბსა” და „სპოტიფაიზე” შეგიძლიათ.

Clear and Cold ჯგუფის პირველი ალბომი იყო, რომელიც 1993 წელს, მათი დაარსებიდან ერთ წელიწადში ჩაიწერა. მასში შემავალი სიმღერები, რომლებიც პოსტ-პანკსა და ინდი-როკს აერთიანებს, იმ პერიოდში ძირითადად კონცერტებზე სრულდებოდა. ჩანაწერი ოფიციალურად არასდროს გამოსულა და ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა. 

როგორც სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, ალბომი შემთხვევით ჯგუფის წევრების მეგობრის, ოთო ჟღენტის კოლექციაში, აუდიო კასეტაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის გაციფრულდა და უკვე განახლებული მიქსინგითა და მასტერინგით ოფიციალურად პირველად გამოიცა. 

Mother on Mondays 90-იანების ქართული ალტერნატიული ბენდია, რომელიც სამი სხვადასხვა ჯგუფის შეერთებით შეიქმნა. ესენია: Shadow, Mysteria და Out of Need. ბენდის თავდაპირველი წევრები იყვნენ: გოგლიკ ფარეშიშვილი (ვოკალი), გოგი ძოძუაშვილი (ბასი, ვოკალი), ლევან ჯავახიშვილი (გიტარა), დათო ჩხიკვიშვილი (გიტარა) და ვაჟა ბექაური (დრამი). სწორედ ამ შემადგენლობით ჩაიწერა მათი პირველი ალბომი Clear and Cold.

მოუსმინეთ ალბომს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

შემდეგი სტატია

Bad Bunny-ს ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS Billboard 200-ის მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი