Bad Bunny-ს ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS Billboard 200-ის მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდა

ათეულში მე-8 ადგილზე ასევე ვხედავთ Charli xcx-ს, რომლისთვისაც ფილმ Wuthering Heights-ის საუნდტრეკები ტოპ 10-ში შესულ მესამე ნამუშევრად იქცა.
Bad Bunny
ERIC ROJAS

Bad Bunny-ს ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე დაბრუნდა და ჯამში მეხუთე კვირაა, ლიდერობს. ეს შედეგი 28 თებერვლის კვირის მონაცემებს ეყრდნობა. ჩარტში დომინაცია მოჰყვა მის გამოსვლას 8 თებერვალს, Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე. იქამდე, 1-ელ თებერვალს კი არტისტმა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. 19 თებერვლით დასრულებულ კვირაში ალბომმა აშშ-ში 135 000 ეკვივალენტური ერთეული დააგროვა. 

Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ ბრენტ ფაიაზი, რომელმაც ალბომით –  Icon – ტოპ 10-ში მეორედ დაიკავა ადგილი. ათეულში მე-8 ადგილზე ასევე ვხედავთ Charli xcx-ს, რომლისთვისაც ფილმ Wuthering Heights-ის საუნდტრეკები ტოპ 10-ში შესულ მესამე ნამუშევრად იქცა. რაც შეეხება თავად ფილმს, Wuthering Heights-ის რეჟისორი ემერალდ ფენელია, ხოლო მთავარ როლებს მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ. კინოსურათი აშშ-ის კინოთეატრებში 13 თებერვალს გამოვიდა.

ტოპ 10-ში მე-9 ადგილზეა ტეილორ სვიფტის ალბომი – The Life of a Showgirl, რომელმაც გაყიდვების 50 000 ეკვივალენტური ერთეული დააგროვა. 

Luminate მონაცემთა დამოუკიდებელი პროვაიდერია, რომელიც Billboard-ის ჩარტებისთვის მუშაობს და ყოველკვირეული რეიტინგების შესადგენად წარდგენილი ყველა მონაცემის საფუძვლიან სიზუსტეს უზრუნველყოფს. Billboard-თან პარტნიორობით, Luminate ამოწმებს და ადასტურებს მონაცემთა ავთენტურობას. დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საეჭვო ან დაუდასტურებელი ინფორმაცია იქამდე იშლება, სანამ ჩარტების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mother on Mondays-ის პირველი და ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეული ალბომი ოფიციალურად გამოვიდა

შემდეგი სტატია

ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN

გულშემატკივრებმა ჰილარი დაფის Luck… or Something კვირის რჩეულ ნამუშევრად დაასახელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი