Tatuza Jazz Club-ში დაგეგმილი მუსიკალური საღამოების პროგრამა

გაზაფხულის სეზონს Tatuza Jazz Club ბექა გოჩიაშვილის აკუსტიკური ტრიოს მუსიკალური საღამოთი გახსნის.
Tatuza Jazz Club

25, 27 და 28 თებერვალს Tatuza Jazz Club-ის სცენაზე ომარ ქაბირის კვარტეტის კონცერტები გაიმართება. მუსიკოსები მსმენელის წინაშე ცნობილ ჯაზ-დრამერ მარკ ჯონსონთან ერთად წარდგებიან. კვარტეტის წევრები არიან: ომარ ქაბირი – ამერიკელი ტრამპეტისტი; ჯასტინ სოლსბერი – ბრუკლინში დაფუძნებული პიანისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი; ფელიპე არსე – არგენტინაში დაბადებული, ნიუ-იორკში დაფუძნებული ბასისტი და კომპოზიტორი.

26 თებერვალს Tatuza Jazz Club-ის სცენაზე მსმენელის წინაშე ზუკა სიმონიშვილის კვარტეტი წარდგება. მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობაში არიან: ზუკა სიმონიშვილი – გიტარა, გიგი ცინცაძე – გიტარა, ხატია ქორიძე – ბასი და სოსო ცაგარეიშვილი – დრამი.

გაზაფხულის სეზონს Tatuza Jazz Club ბექა გოჩიაშვილის აკუსტიკური ტრიოს მუსიკალური საღამოთი გახსნის. 1-ელ მარტს ჯაზკლუბის სცენაზე ბექა გოჩიაშვილი ბასისტ ფელიპე არსესთან და დრამერ მარკ ჯონსონთან ერთად წარდგება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს – tkt.ge.

TBC Concept-ის VISA და VISA Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN

გულშემატკივრებმა ჰილარი დაფის Luck… or Something კვირის რჩეულ ნამუშევრად დაასახელეს

შემდეგი სტატია

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი