გულშემატკივრებმა ჰილარი დაფის Luck… or Something კვირის რჩეულ ნამუშევრად დაასახელეს

მომღერლის ახალმა ალბომმა Billboard-ის მუსიკალურ გამოკითხვაში ხმების 64%-ზე მეტი დააგროვა.
ჰილარი დაფი ALFRED MARROQUIN
ჰილარი დაფი
ALFRED MARROQUIN

ჰილარი დაფის ახალმა ალბომმა Luck… or Something ამ კვირას გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა და Billboard-ის მუსიკალურ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა. 

Luck… or Something სხვა ახალ მუსიკალურ რელიზებთან ერთად გამოვიდა,  მათ შორის არიან მეგან მორონი, ბეიბი კიმი, SZA, Ty Dolla $ign და სხვა. ჰილარი დაფის მეექვსე სრულფორმატიანი ალბომი ბოლო ათი წლის მანძილზე არტისტის პირველი ნამუშევარია.  ალბომი ჩარტებში დიდი უპირატესობით დაწინაურდა და გამოკითხვის დასრულებისას ხმების 64% შეინარჩუნა. 

Atlantic Records-ის მიერ ჰილარი დაფის ალბომის გამოცემასთან ერთად ერთად, 20 თებერვალს  მისი ახალი სინგლი და მუსიკალური კლიპი, სახელწოდებით Weather for Tennis გამოვიდა. 

გამოცემასთან დაკავშირებით პრესრელიზში აღნიშულია: „მუდმივად არსებობს კითხვა – შეუძლიათ თუ არა ქალებს, ყველაფერს ერთდროულად გაუმკლავდნენ. ამ პროცესში მივხვდი, რომ ზოგიერთი რამ უნდა დამეთმო, რათა პრიორიტეტი ალბომზე მუშაობა ყოფილიყო. რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც მჯერა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის არჩევა და იმის კეთება, რაც ძალიან გაშინებს, სრულიად ნორმალურია. ამდენი წლის შემდეგ ალბომის შესაქმნელად დროის გამოყოფა ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ძალის მომცემი აღმოჩნდა და ახლა მოუთმენლად ველი მსოფლიოსთვის მის გაზიარებას.“

ჰილარი დაფი ამ კრებულის თანაავტორია, პროდიუსერები კი მისი მეუღლე მათიუ კომა და ბრაიან ფილიპსი არიან.

2026 წლის ზაფხულში ჰილარი დაფი ალბომის მხარდასაჭერად  სრულმასშტაბიან მსოფლიო ტურნეს გამართავს. კონცერტები დაგეგმილია  აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.  

Luck… or Something-ის შემდეგ გამოკითხვაში მოწინავე ადგილებს იკავებენ: მეგან მორონი Cloud Nine ხმების 14%-ით, Baby Keem-ის Ca$ino – 6%-ით და SZA-ს Save the Day 5%-ით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Bunny-ს ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS Billboard 200-ის მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდა

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ში დაგეგმილი მუსიკალური საღამოების პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი