მექსიკაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო Kali Uchis-ის კონცერტი გაუქმდა

ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ სხვა მუსიკოსების შოუებზეც მოახდინა გავლენა.
Kali Uchis
FRAZER HARRISON/GETTY IMAGES

კონცერტები და მუსიკალური ღონისძიებები, რომლებიც მექსიკის რამდენიმე შტატში იყო დაგეგმილი, გაუქმდა ან გადაიდო მას შემდეგ, რაც მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია განახორციელეს მსოფლიოს ყველაზე საშიში ნარკობარონის, რუბენ ნემესიო ოსეგუერას წინააღმდეგ. ამ ამბავმა კი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ძალადობრივი ტალღა გამოიწვია. მექსიკის მინიმუმ 10 შტატში კვლავ აქტიური რჩება განგაშის წითელი სიგნალი.

შედეგად, Kali Uchis-ის კონცერტი, რომელიც გვადალახარაში კვირას უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ორგანიზატორების განცხადებით, მყიდველებს ბილეთების თანხა სულად დაუბრუნდებათ. თუმცა კოლუმბიელ-ამერიკელი მომღერლის შოუ, რომელიც ამ ოთხშაბათს მეხიკოშია დაგეგმილი, არსებული მონაცემებით, კვლავ ძალაშია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა სხვა მუსიკოსების კონცერტებიც, რომლებიც ასევე კვირა დღეს იყო დაგეგმილი.

ცოტა ხნის წინ ხალისკოს გუბერნატორმა პაბლო ლემუსმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ შტატი განგაშის წითელ სიგნალს ააქტიურებდა, რათა მოსახლეობა კრიმინალური ჯგუფების შესაძლო ძალადობრივი პასუხისგან დაეცვა. მან დაამატა, რომ შტატის მასშტაბით კვირას დაგეგმილი ყველა ღონისძიება უქმდებოდა. 

პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბლოკადები უკვე მოხსნილია და „პრაქტიკულად ყველა საქმიანობა აღდგენილია,” თუმცა ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მუშაობს საკოორდინაციო ცენტრი. 

ოსეგუერა სერვანტესი, ცნობილი, როგორც „ელ მენჩო”, მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კრიმინალურ ქსელს მეთაურობდა, რომელიც აშშ-ში ფენტანილის, მეთამფეტამინისა და კოკაინის გატანით, ასევე სახელმწიფო პირებზე თავდასხმებით იყო ცნობილი.

Kali Uchis-ის კონცერტის ორგანიზატორებმა ესპანურ „ბილბორდთან” საუბარში დაადასტურეს, რომ მათი ღონისძიებები, რომლებიც მომავალ დღეებში  მეხიკოსა და ქვეყნის სხვა ადგილებშია დაგეგმილი, ძალაში რჩება. მათ შორისაა შაკირას კონცერტები 27 თებერვალსა და პირველ მარტს. 

გვადალახარაში კი ამ კვირას მუსიკის საერთაშორისო ბაზრობა და ფესტივალი  PortAmérica იმართება. ორგანიზატორების თქმით, მათ დამატებითი ინფორმაცია არ მიუღიათ, შესაბამისად, ღონისძიებების გეგმის მიხედვით გამართვას ელიან. ამ ეტაპისთვის ძალაში რჩება ასევე გვადალახარაში ამ კვირაში დაგეგმილი კონცერტებიც.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BLACKPINK-მა ახალი სინგლის მუსიკალური ვიდეოს თიზერი წარადგინა

შემდეგი სტატია

Kordz – Melancholic Theme

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომიდან ახალი კომპოზიცია წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი