2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

ცერემონიაზე ასევე პრიზები გადაეცემათ: კეილანს, ლეივეის, Mariah the Scientist-ს, ზარა ლარსონსა და თალიას.

ყოველწლიურად „ბილბორდის” დაჯილდოება Women in Music პატივს მიაგებს ქალებს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომლებმაც გასული 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული წინსვლა აჩვენეს. სწორედ ამიტომ, 2026 წელს ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი, კეილანი, ლეივეი და ზარა ლარსონი ღონისძიების საპატიო ლაურეატები გახდებიან. 

წლევანდელი Visionary Award გადაეცემა ავტორსა და შემსრულებელს, One Battle After Another-ის მსახიობ ტეიანა ტეილორს; კანადელი პოპვარსკვლავი ტეიტ მაკრეი ჰიტმეიკერის ჯილდოს მიიღებს; ქანთრი მომღერალი ელა ლანგლი კი Powerhouse Award-ის მფლობელი გახდება. სამივე ქალი არტისტი ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ კარიერული წარმატების შუაგულშია. ტეილორმა ნოემბერში გრემის ნომინაცია მიიღო ალბომისთვის Escape Room, შემდეგ კი ოქროს გლობუსი მოიგო და ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა. მაკრეიმ და ლანგლიმ კი გასულ წელს მათი პირველი Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტები გამოსცეს.

ცერემონიაზე პატივს მიაგებენ მუსიკალური ინდუსტრიის სხვა ქალ წარმომადგენლებსაც: კეილანს Impact Award გადაეცემა, ლეივეი ინოვაციის ჯილდოს, ხოლო Mariah the Scientist ამომავალი ვარსკვლავის ტიტულს მიიღებს. ზარა ლარსონი წლის აღმოჩენის ჯილდოს მფლობელი გახდება, თალია კი სახლში Icon Award-ს წაიღებს.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 29 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ღონისძიების ბილეთები საჯაროდ გაიყიდება. 

მთავარი ტიტულის, წლის ქალის ჯილდოს მფლობელის ვინაობა მომავალ კვირებში გამოცხადდება. გასულ წელს ეს წოდება წილად Doechii-ს ხვდა. 

„2026 წლის Billboard Women in Music პატივს მიაგებს არტისტებს, რომლებიც არა მხოლოდ დღევანდელ ჟღერადობას აყალიბებენ, არამედ ხვალინდელ კულტურასაც განსაზღვრავენ,” – ამბობს ჯეისონ ლიპშუცი, „ბილბორდის” კონტენტის თანახელმძღვანელი. „წლევანდელი ლაურეატები განასახიერებენ თამამ კრეატიულობას, გლობალურ გავლენასა და სახელოვნებო სრულყოფილებას სხვადასხვა ჟანრში. წლის აღმოჩენით დაწყებული, უკვე დამკვიდრებული ლეგენდებით დასრულებული – თითოეული ეს ქალი ინდუსტრიის წინსვლას განაპირობებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kordz – Melancholic Theme

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომიდან ახალი კომპოზიცია წარადგინეს

შემდეგი სტატია

იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი