ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.
იერინ ჰა – სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი – ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი.
LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

Bridgerton-ის მეოთხე სეზონის მეორე ნაწილი 26 თებერვალს Netflix-ზე გამოვა. Billboard ექსკლუზიურად აქვეყნებს იმ ცნობილი ჰიტების შთამბეჭდავი ქავერების ჩამონათვალს, რომლებიც სერიალის ფინალურ ეპიზოდებში გაჟღერდება. ეს მუსიკალური კომპოზიციები ბენედიქტ Bridgerton-ის (ლუკ ტომპსონი) და სოფი ბეკის (იერინ ჰა) „კონკიას“ მოტივებზე შექმნილი სასიყვარულო ისტორიის კულმინაციურ ეპიზოდებს გააფორმებს.

სეზონის მეორე ნახევარი, კერძოდ კი 405-ე ეპიზოდი არა ერთი ან ორი, არამედ სამი გამორჩეული ქავერით გაიხსნება:

Charli XCX-ის სიმღერა – 360, ალბომიდან Brat (რომელმაც 2024 წლის აგვისტოში Billboard Hot 100-ში 41-ე ადგილი დაიკავა), პიტერ გრეგსონის ინტერპრეტაციით; ბილი აილიშის Birds of a Feather, ჰიტი ალბომიდან Hit Me Hard and Soft (2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით ტრეკმა ჩარტებში მე-2 ადგილი დაიკავა), Gemini Strings-ის შესრულებით და  Teddy Swims-ის Lose Control, მომღერლის N1 ჰიტი, რომელსაც Vitamin String Quartet ასრულებს.

შემდეგი ეპიზოდი რეტრო სტილში The Cars-ის 1978 წლის ჰიტის, Just What I Needed (N27) და Sting-ის Fields of Gold-ის (N 23, 1993) ქავერებს წარმოგვიდგენს, რომლებიც Altum Quartet-მა და Music Lab Collective-მა შეასრულეს.

ერთ ეპიზოდში ქავერ ვერსიების ნაცვლად  კომპოზიტორ კრის ბაუერსის საუნდტრეკი შემოდის, თუმცა ქავერ ვერსიები 408-ე ეპიზოდში ბრუნდება, სადაც  Camila Cabello-ს Hot 100-ის მე-6 ადგილზე მყოფი ჰიტის Never Be the Same და Lord Huron-ის The Night We Met-ის (N 84) ქავერებია წარმოდგენილი. ქავერებს Strings From Paris და ჯონი ფულერი  ასრულებენ.

მეორე ნაწილის სრული საუნდტრეკი Capitol Records-ის მეშვეობით სტრიმინგ პლატფორმებზე იმავე დღეს იქნება ხელმისაწვდომი, რა დროსაც Netflix-ზე ფინალური ეპიზოდი გამოვა.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიმღერებს, რომლებიც პერსონაჟების ემოციებს ემთხვევა და საუკეთესოდ წარმოაჩენს მაყურებლისთვის მათ  განცდებს. მეოთხე სეზონის პრემიერაში განსაკუთრებული აქცენტი სამ სიმღერაზე გაკეთდა. მოგვიანებით ჩნდება მელოდიები, რომლებიც ამ მომენტს ეხმიანება, მაგალითად ტეილორ სვიფტის Enchanted 402  ეპიზოდში, ასევე არის მომენტი, სადაც ამ ადამიანებს ერთად ყოფნა სურთ, თუმცა საზოგადოება ამის ნებას არ რთავს, ეს ისეთ სიმღერებში აისახება, როგორებიცაა Olivia Rodrigo-ს Bad Idea Right? 404 ეპიზოდში და Lose Control.” – განუცხადა Billboard-ს Bridgerton-ის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ჯასტინ კამპსმა. 

რაც შეეხება იმ ჰიტებს, რომლებიც სეზონის მეორე ნაწილში გაჟღერდება, კემპსი აღნიშნავს, რომ ისინი არაჩვეულებრივია: „დიდი პატივია, რომ ასეთი ნიჭიერი არტისტები ამ სეზონისთვის ქავერ ვერსიებს ქმნიან. მეორე ნაწილი განსაკუთრებულია იმით, რომ ქავერების უმეტესობა პირველად სწორედ სერიალში გაჟღერდება. გულშემატკივრებს მათი წინასწარ მოსმენის შესაძლებლობა არ ექნებათ და  26-ში, ეპიზოდის გამოსვლისას, ბუნებრივად აღმოაჩენენ მათ. ასე რომ, მაყურებელს წინ საოცრად კარგი ქავერ-ვერსიები ელოდება, განსაკუთრებით აღსანიშავია Never Be the Same და The Night We Met. ძალიან მიყვარს მეორე ნაწილის ქავერები – ამის გამეორება მუდმივად შემიძლია. ” – აღნიშავს ჯასტინ კამპსი. 

Netflix-ის სერიალების მუსიკალური განყოფილების დირექტორი ალექსანდრა პაცავასი ასევე ხაზს უსვამს Bridgerton-ში გამოყენებული ჰიტების მნიშვნელობას. „ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მუსიკა სერიალის გულისცემად ქცეულიყო. შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული და წარმოგვედგინა იმ სიმღერების ახლებური ინტერპრეტაციები, რომლებიც გულშემატკივრებისთვის ასე ნაცნობი და საყვარელია.  ამ მიდგომამ კიდევ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ სიუჟეტის გამრავალფეროვნებაა. Bridgerton-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კულტურაზე, კლასიკურ და პოპ-მუსიკას შორის ერთგვარი ხიდი შექმნა“ – განუცხადა მან Billboard-ს.

Netflix-ის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც 29 იანვარს მეოთხე სეზონის პირველი ნაწილი გამოვიდა, Spotify-ზე Bridgerton-ის ოფიციალური ფლეილისტის სტრიმინგი 271%-ით გაიზარდა.

ალექსანდრა პაცავასი დასძენს, რომ: „ინსტრუმენტული ქავერის ნამდვილი მაგია ქვეცნობიერშია, თქვენ გესმით სიმღერის ტექსტი მაშინაც კი, როდესაც მას ხმამაღლა არავინ მღერის.“

დაელოდეთ 26 თებერვალს და მოუსმინეთ Bridgerton-ის ორკესტრულ ქავერებს, როდესაც Netflix-ზე მეოთხე სეზონის მეორე ნაწილი გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

შემდეგი სტატია

Bedford Falls-მა ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სინგლი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი