როჯერ უოტერსი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„დონალდ, შეწყვიტე ომი,” – მიმართავს მუსიკოსი ამერიკის პრეზიდენტს.
როჯერ უოტერსი
GENNADY AVRAMENKO/ EPSILON/GETTY

როჯერ უოტერსი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მუსიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეო იწყება წარწერით: „დონალდ, შეწყვიტე ომი”. წარწერის ქვევით კი ირანის დროშაა გამოსახული.

ამის შემდეგ კადრში თავად უოტერსი ჩნდება და მსოფლიოში, კონკრეტულად კი ირანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და არსებულ ვითარებას მესამე მსოფლიო ომს უწოდებს.

„მეგობარმა რენდი კრედიკომ WBAI-სთვის თანხის შესაგროვებლად ეპიგრამის შექმნა მთხოვა. და როცა ამას ვაკეთებდი, აღმოვაჩინე ჩემი 1992 წლის ტექსტი სიმღერისთვის It All Makes Prefect Sense.”

უოტერსი გამომწერებს სიმღერის ტექსტს უკითხავს, რომელიც, მისი თქმით, დღევანდელ მდგომარეობას ეხმაურება: „გერმანელებმა მოკლეს ებრაელები, ებრაელებმა მოკლეს არაბები, არაბებმა კი მოკლეს მძევლები და ეს არის ახალი ამბები.”

„მართალია არაბებს ბოლო დროს მძევლები არ დაუხოცავთ, მაგრამ…,” – დაამატა მუსიკოსმა.

„რაც არ უნდა იყოს, ღვთის გულისათვის, მოაშორეთ ტრამპი და რუბიო და დანარჩენი სულელები და შეწყვიტეთ ადამიანების ხოცვა. შეწყვიტეთ ირანელი ბავშვების ხოცვა. უკვე ორი წელია, რაც პალესტინელ ბავშვებს ხოცავთ. შეჩერდით!” – ამბობს უოტერსი.

Perfect Sense, Part I და Perfect Sense, Part II მესამე და მეოთხე ტრეკებია როჯერ უოტერსის 1992 წლის კონცეპტუალურ ალბომში Amused to Death. ნაწილობრივ მათ თავად უოტერსი ასრულებს, თუმცა მთავარ პარტიას ორივე სიმღერაში P.P. Arnold მღერის.

ვიდეოში უოტერსი Perfect Sense, Part I-ის ტექსტს კითხულობს. მისი პირველი ფრაზები სტენლი კუბრიკის ფილმის,  „2001:კოსმოსური ოდისეის” რეფერენსს წარმოადგენს. „მაიმუნი იჯდა ქვების გროვაზე და ხელში გატეხილ ძვალს უყურებდა”. ეს მაიმუნი (იგივე ადამიანი) ალბომის განმავლობაში არაერთხელაა ნახსენები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე ოთარ მაღრაძის ტრიო წარდგება

შემდეგი სტატია

ხატია ქორიძე - Temporarily Dead

Temporarily Dead  – ხატია ქორიძის ახალი სინგლი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი