Temporarily Dead  – ხატია ქორიძის ახალი სინგლი 

ქართველი ჯაზმუსიკოსი ხატია ქორიძე მსმენელს ახალ ნამუშევარს უზიარებს.
ხატია ქორიძე - Temporarily Dead
ხატია ქორიძე – Temporarily Dead

3 მარტს ხატია ქორიძემ მუსიკალურ პლატფორმაზე  ახალი სინგლი, სახელწოდებით Temporarily Dead გამოაქვეყნა. ნამუშევარი ლეიბლ Break Records-ის მეშვეობით გამოიცა და არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში იქნება შესული.

მუსიკოსთან ერთად სიმღერაზე მისი  მეგობრები და კოლეგები მუშაობდნენ: სოსო ცაგარეიშვილი (დრამი), ლაშა საყვარელიძე (საქსოფონი) და ნიკალა ზუბიაშვილი (სინთეზატორი).

ხატია ქორიძისთვის მუსიკა ყოველთვის სიყვარულთან ასოცირდება, თუმცა ახალ ნამუშევარში ის დღევანდელობასაც ეხმიანება. არტისტი Billboard საქართველოსთან გულწრფელად საუბრობს იმ ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც სიმღერის სათაური და კონცეფცია განსაზღვრა:

„კომპოზიცია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ის ჩემი მეორე ალბომის ერთ-ერთი ტრეკი იქნება. სიმღერის ინსპირაცია ყოველთვის მუსიკის სიყვარულია, თუმცა სათაური („დროებით მკვდარი”) შეესაბამება მდგომარეობას, რომელშიც ხანდახან ყველას გვინდა, ვიყოთ მთელ  სამყაროში და მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში არეულობის და უსამართლობის ფონზე.”-  ამბობს ხატია ქორიძე.

სინგლის მიქსინგსა და მასტერინგზე პაპუნა ალიბეგაშვილმა იზრუნა, აღმასრულებელი პროდიუსერი ჩაგელაა, ქვერ-არტი კი დავით ლოლაძეს ეკუთვნის.

მოისმინეთ ხატია ქორიძის ახალი რელიზი: Temporarily Dead

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როჯერ უოტერსი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

ნიკოლ ფაშინიანი კომპოზიცია „კახეთო, ჩემო კახეთო”-ს ფონზე კახეთიდან ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი