თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ოთო ბერძენიშვილი.

2 მარტს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ჯგუფის შეკრება. ღონისძიებას საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა უმასპინძლა ჯაზკლუბ „არტერიაში“, სადაც ქართველ მუსიკოსებთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური კავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.

გახსნის საღამო ჯაზკლუბ „არტერიაში“ გაიმართა, სადაც აუდიტორიის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილეი“ წარდგა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ გასცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ სოციუმს და ქვეყნის მდიდარ ცოცხალ მემკვიდრეობას.

ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილეი“

3-4 მარტის შეხვედრები ფორუმის ფორმატში გაგრძელდება, სადაც  განიხილება ევროპული მუსიკალური ინდუსტრიის სტრატეგიული გეგმები, პროფესიული გამოწვევები, მუსიკოსთა უფლებების დაცვის საკითხები და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

„დღეს ვიმყოფებით ჯაზკლუბ „არტერიაში“, სადაც მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის ევროპული ჯგუფის გახსნით დღეს ვმასპინძლობთ. ღონისძიებას ესწრებიან უცხოელი მუსიკალური ფედერაციების წარმომადგენლები და ჩვენი პროფესიული კავშირის ქართველი წევრები.

საღამოს ფარგლებში გაიმართება ანსამბლ „ადილეის“ ნახევარსაათიანი ფოლკლორული პროგრამა. სწორედ ამ მუსიკალური შესრულებით გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ჩვენი სტუმრების მოგზაურობა საქართველოში და მათთვის თავიდანვე შეგვეთავაზებინა ქართული ცოცხალი მუსიკალური ტრადიციის განცდა.

3 მარტიდან ოფიციალურად დაიწყება ფორუმი, სადაც განიხილება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მუსიკალური საკითხები. შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც გააძლიერებს ქართული მუსიკის საერთაშორისო პოზიციონირებას და თანამშრომლობას სხვა ქვეყანებთან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. დაგეგმილია პანელური დისკუსია რუმინეთისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე გადავალთ. ეს მოიცავს მუსიკოსთა გაცვლით პროგრამებს, ქართული მუსიკის ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქტიურ გატანას და პოსტსაბჭოთა რეგიონების ერთობლივი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას.” – საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ოთო ბერძენიშვილი.

მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიტ სანჩმა (შვეიცარია), თბილისში გამართულ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი-, ბიტ სანჩი

მისი თქმით, ბევრი დელეგატისთვის ეს საქართველოში პირველი ვიზიტია, რაც ფორუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

„მინდა გულთბილი სალამი ვუთხრა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომლებმაც აქ შეგვკრიბეს. უმეტესობა ჩვენგანისთვის ეს პირველი ვიზიტია ამ ულამაზეს ქალაქში – თბილისში. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამ ფორუმზე შევხვდებით ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებსაც, ვისთანაც აქამდე კონტაქტი არ გვქონია.“

ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფორუმის მნიშვნელობას პროფესიული კავშირების გაძლიერების კუთხით. მისი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები მხოლოდ ფორმალური შეკრებები არ არის – ისინი ქმნის ახალ დიალოგს, აყალიბებს ნდობას და საფუძველს უყრის გრძელვადიან თანამშრომლობას.

თბილისში FIM-ის ევროპული ფორუმის გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკალური სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, რაც მომავალში დადებითად აისახება როგორც ქართველი მუსიკოსების უფლებრივ მდგომარეობაზე, ისე ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.

ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილეი“
ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილეი“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Heartaches - ფოტო: ლუკა ქარჩხაძე

The Heartaches-ის გზა ალტერნატიული სცენისკენ და ბენდის ახალი სიმღერა – KATE

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე ოთარ მაღრაძის ტრიო წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი