The Heartaches-ის გზა ალტერნატიული სცენისკენ და ბენდის ახალი სიმღერა – KATE

“თინეჯერობისას ჩვენთვის რთული იყო რეალურ სამყაროში თავის დამკვიდრება და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხსნის გზა მუსიკა იყო, ერთგვარი „escape” რეალური სამყაროსგან.”
The Heartaches - ფოტო: ლუკა ქარჩხაძე
The Heartaches – ფოტო: ლუკა ქარჩხაძე

ქართული ალტერნატიული მუსიკის სივრცეში ახალი თაობის ბენდი The Heartaches გამოჩნდა. ჯგუფმა ჩამოყალიბებისთანავე მკაფიოდ განსაზღვრა საკუთარი მიზანი და მიმართულება. მათი ისტორია ორი წლის წინ დაიწყო და დღემდე ერთ მთავარ პრინციპს მიჰყვება – შექმნან მუსიკა საკუთარი ხედვითა და გემოვნებით და მხოლოდ შემდეგ გაუზიარონ მსმენელს.

„The Heartaches 2024 წლის აგვისტოში ერთი მთავარი მიზნით ჩამოვყალიბდით –  გაგვეკეთებინა ისეთი მუსიკა, რომელიც მოგვეწონებოდა პირველ რიგში ჩვენ და შემდეგ ჩვენნაირ ახალგაზრდებს. თინეიჯერობისას რთული იყო რეალურ სამყაროში თავის დამკვირდება და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხსნის გზა მუსიკა იყო, ერთგვარი „escape” რეალური სამყაროსგან.” – აღნიშნავს Billboard საქართველოსთან საუბარში ბენდის ვოკალისტი გიორგი მაჭავარიანი.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან: დაჩი შაიაშვილი (დრამი), ალექსანდრე ბაგაური (სოლო გიტარა), ნიკა ლორთქიფანიძე (ბასი) და გიორგი მაჭავარიანი (რითმ-გიტარა, ვოკალი). მათი განსახვავებული და მრავალფეროვანი გემოვნება კი ქმნის იმ ეკლექტიკას, რომელიც The Heartaches-ს გამოარჩევს.

ვოკალისტი გიორგი მაჭავარიანი ბენდის შექმნის იდეასა და ინსპირაციაზე საუბრობს:

„ოთხივე წევრს განსხვავებული გემოვნება გვაქვს. მე უფრო ინდი-როკ/ალტერნატიული – 90-იანების ბრიტპოპიდან ვიღებ ინსპირაციას, ალექსანდრეს (გიტარა) უფრო კლასიკური როკი და დევიდ გილმორის სოლოები იზიდავს, დაჩი (დრამერი) მძიმე მუსიკის ენთუზიასტია, რაც საშუალებას გვაძლევს, ინდი-როკ სიმღერებში მძიმე დრამები და კარდანი გამოვიყენოთ. ნიკა (ბასი) ამბობს რომ ყველანაირ მუსიკას უსმენს, რაც „უსწორდება”, მაგრამ, რეალურად, მისი ფლეილისთი მაინც ძირითადად ჰიპ-ჰოპისგან, მეტალისგან და კლასიკური როკისგან შედგება. ბენდის ჟღერადობისთვის მთავარ ინსპირაციად ალბათ მაინც Arctic Monkeys-ს, The Strokes-ს, Oasis-ს და Fontaines DC-ს დავასახლებდი. ტექსტის წერისას ყველაზე დიდი შთაგონება ჩემთვის LOS CAMPESINOS-ის სოლისტი და Arctic Monkeys-ის Alex Turner-ია. საინტერესო, ნახევრად იუმორისტული და მეტაფორული ტექსტებით სათქმელის გადმოცემაა ჩემი მიზანი.”

ბენდის უახლესი რელიზის, Kate-ის ისტორია სრულიად სპონტანურია. თავდაპირველად ჯგუფი სხვა სიმღერის ჩაწერას გეგმავდა, თუმცა რეპეტიციაზე გაჟღერებულმა აკორდებმა ყველაფერი შეცვალა.

„პირველ თებერვალს სტუდია გვქონდა დაჯავშნილი და უნდა ჩაგვეწერა სინგლი It’s Not Your Fault,  ზუსტად წინა დღეს შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ ეს სიმღერა დაგვემუშავებინა. სანამ მუშაობას დავიწყებდით, Kate-ის პირველი აკორდები დავუკარი და ეგრევე მივხვდით,  რომ ჩვენი შემდეგი რელიზი Kate იქნებოდა და არა ჩაფიქრებული, ზემოთხსენებული სიმღერა.“ – გიორგი მაჭავარიანი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ერთი შეხედვით სასიყვარულო წერილს ჰგავს, მისი შინაარსი ბევრად უფრო მძიმე თემას – ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას ეხება. ინსპირაციად კი კეიტ მოსის 90-იანების სკანდალები იქცა. თუმცა, როგორც გიორგი ამბობს:

„მე რა ვიგულისხმე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ხალხი როგორ აღიქვამს და მოარგებს თავიანთ რეალობას. დღის ბოლოს ხელოვნების მთავარი აზრი მაინც ინტერპრეტაციაა.“

The Heartaches-ის უახლოესი მიზანი Tbilisi Open Air-ის Newcomer-ების კონკურსში გამარჯვება და ფესტივალის მთავარ სცენაზე დაკვრაა. გარდა ამისა, მსმენელს წინ კიდევ ბევრი სიახლე ელის: მომავალ თვეებში ბენდი ორი ახალი სინგლის გამოცემას,  ზაფხულში კი სადებიუტო EP-ის წარდგენას გეგმავს. 

მოისმინეთ და ნახეთ The Heartaches-ის უახლესი რელიზის,  Kate-ის ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი Close Encounters 3 მარტს ციურიხში გაიხსნება

შემდეგი სტატია

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი