ნიკოლ კიდმანი პირველად საუბრობს კით ურბანთან დაშორებაზე

მსახიობმა ჟურნალ Variety-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ის ახლა ოჯახზეა ფოკუსირებული და ყოფილ მეუღლეზე არაფრის თქმას არ აპირებს.
კით ურბანი და ნიკოლ კიდმანი 2025 წელს
CHRISTOPHER POLK/PENSKE MEDIA

ნიკოლ კიდმანი უკვე იწყებს პრესასთან შეხვედრებს მისი მომავალი სატელევიზიო დრამის, Scarpetta-ს მხარდასაჭერად, რაც თავისთავად გულისხმობს კითხვებს კით ურბანთან მისი 19-წლიანი ქორწინების დასასრულზე.

მსახიობმა Variety-ს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს რთული წლის შემდეგ, უპასუხა:

„კარგად ვარ, რადგან ყოველთვის ვცდილობ კარგისკენ ვიმოძრაო. რისი მადლობელიც ვარ, ეს ჩემი ოჯახი, მისი ამ სახით შენარჩუნება და წინსვლაა. სულ ესაა. სხვა რამის განხილვას არ ვაპირებ, პატივისცემიდან გამომდინარე. მე კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ ‘ჩვენ ოჯახი ვართ’ და ასეც გაგრძელდება.”

ურბანი და კიდმანი ოფიციალურად ერთმანეთს გასული წლის 6 იანვარს, 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. იმ პერიოდში „ბილბორდის” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, არცერთ მხარეს არ დაეკისრა ფინანსური ვალდებულება ან ალიმენტი და ორივე მათგანი თავად იყო პასუხისმგებელი საკუთარ იურიდიულ ხარჯებზე. 

წყვილმა დაშორების შესახებ გასულ სექტემბერს გამოაცხადა. შვილებზე ძირითადი მეურვეობა კიდმანს გადაეცა, რაც წელიწადში 306 დღით განისაზღვრა. ხოლო ურბანი ბავშვებთან ყოველ მეორე შაბათ-კვირას გაატარებს. 

წყვილის ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო. მათი ქორწილი კი მომდევნო წელს სიდნეიში შედგა. პირველი ქალიშვილი სანდეი როუზი მათ 2008 წელს, მეორე ქალიშვილი ფეით მარგარეტი კი 2010 წელს შეეძინათ. კიდმანს ყოფილ მეუღლესთან, ტომ კრუზთან ასევე ორი შვილი ჰყავს: 32 წლის ქალიშვილი ისაბელა და 30 წლის ვაჟი კონორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Outfield-ის სიმღერა Your Love გამოცემიდან 40 წლის შემდეგ „იუთუბის” მილიარდნახვიანთა სიას შეუერთდა

შემდეგი სტატია

Mebo Renard-ის ახალი სინგლი Sing All Your Sorrows Away

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი