Mebo Renard-ის ახალი სინგლი Sing All Your Sorrows Away

ქართველი მუსიკოსი Mebo Renard (მებო ნუცუბიძე) მსმენელს ახალ სინგლს, სახელწოდებით Sing All Your Sorrows Away უზიარებს. სიმღერა 2026 წლის მუსიკალური პროექტის Hopeless Romantic ფარგლებში გამოვიდა და კიდევ ერთხელ ასახავს არტისტის იმ ემოციურ მუსიკალურ სამყაროს, რომელსაც მისი მსმენელი კარგად იცნობს. ახალი ნამუშევარი სევდაზე, შინ დაბრუნებასა და სიყვარულზე დაფუძნებული უკეთესი სამყაროს შესახებ ოცნებაზე გვიყვება.

სიმღერის განსაკუთრებული დეტალი ინსტრუმენტია, რომელიც Mebo Renard-ის მუსიკალურ ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

“ამ სიმღერაში გამოვიყენე უკულელე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, თაროზე მქონდა შემოდებული. 2014 წელს ხალხმა სწორედ ამ ინსტრუმენტით გამიცნო და მას შემდეგ რატომღაც იშვიათად ვიყენებდი.“ – Mebo Renard.

სინგლზე  მებოსთან ერთად ლევან სიდიანმა იმუშავა, რომელიც სიმღერის თანაპროდიუსერია. მასვე ეკუთვნის მიქსინგი და მასტერინგი. ვიზუალური მხარე კი, რომელიც სიმღერის ხასიათს იდეალურად ერწყმის, Halide Crystals-ს ეკუთვნის.

როგორც თავად არტისტი განმარტავს, ეს სიმღერა შინ დაბრუნებასა და შორს წასვლას იდეურად აერთიანებს: „ეს სიმღერა თან სახლში დაბრუნებაზეა და თან – შორს წასვლასა და ახალი სამყაროს შექმნაზე, სადაც მხოლოდ სიყვარული იქნება გამეფებული.”

კომპოზიცია ერთგვარ ემოციურ მოგზაურობას ჰგავს, გზას, რომელიც ნოსტალგიას, იმედს და უკეთესი სამყაროს მოლოდინს აერთიანებს.

მოისმინეთ Mebo Renard-ის სინგლი – Sing All Your Sorrows Away: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკოლ კიდმანი პირველად საუბრობს კით ურბანთან დაშორებაზე

შემდეგი სტატია

ჩარლზ ბუკოვსკი და ტომ უეიტსი – პოეზია მუსიკაში და პირიქით

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი