მერაია კერი 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ნომინირებას ეხმაურება

ჩარტების ლიდერი ვარსკვლავი განმარტავს, თუ რატომ ფიქრობს, რომ მისი მესამე ნომინაცია საბოლოოდ დიდების დარბაზში შესვლით დასრულდება.
მერაია კერი
ETHAN JAMES GREEN

მას შემდეგ, რაც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2026 წლის ნომინანტები დასახელდნენ, მერაია კერი აღიარებს, რომ სიაში საკუთარი სახელის დანახვა დიდებული გრძნობა იყო. ეს მომღერლისთვის უკვე მესამე ნომინაციაა. 

თუ მის კარიერას გადავხედავთ, კერისთვის როკის ჟანრი უცხო არ არის. მას გამოცემული აქვს ისეთი სიმღერების ქავერები, როგორებიცაა Foreigner-ის I Want to Know What Love Is, Journey-ს Open Arms და დეფ ლეპარდის Bringing On the Heartbreak. თუმცა საინტერესოა, თავად მომღერალი რას მიიჩნევს მის ყველაზე როკულ ნამუშევრად?

„Chick – ეს ნამდვილი როკმომენტი იყო,” – ამბობს კერი და გულისხმობს Someone’s Ugly Daughter-ს – ალტერნატიულ როკალბომს, რომელიც 1995 წელს საიდუმლოდ ჩაწერა, ფსევდონიმით Chick. როცა მერაიას წლევანდელ გრემიზე MusiCares Person of the Year-ის ჯილდო გადაეცა, აუდიტორიამ სცენაზე სწორედ ამ პროექტის გაცოცხლება იხილა Foo Fighters-ისა და ტეილორ მომსენის წყალობით, რომლებმაც Hermit და Love Is a Scam შეასრულეს Chick-ის ერთადერთი რელიზიდან. თავად მერაია კი ძალიან ბედნიერი ჩანდა.  

„ეს საოცარი იყო,” – იხსენებს კერი. „იმ ყველაფრის შეგრძნება… არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ეს.”

რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა ფანები ოდესმე ამ სიმღერების კერის შესრულებით მოსმენას, ამაზე მომღერალი ამბობს: „მინდა, ადამიანებს Someone’s Ugly Daughter-ის გემო შევაგრძნობინო… მგონი, ეს სასაცილოა, რადგან მე შევქმენი ის და ახლა რა ხდება? ის უბრალოდ თავისთვის არსებობს.”

კერის თქმით, მას ყოველთვის სურდა საკუთარი როკმხარე მეტად წარმოეჩინა, თუმცა, ამბობს, რომ კარიერის აღმავლობის პერიოდში მუდამ ეუბნებოდნენ: „დარჩი შენს გზაზე”.

ფანებისთვის საბედნიეროდ, მას ეს არასდროს გაუკეთებია. 2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე კერიმ Volare-სა და Nothing Is Impossible-ის მიქსი შეასრულა და ორივე – იტალიურ ენაზე. „ძალიან ამაღელვებელი იყო ამის ჩემს რეპერტუარში დამატება, რადგან Volare ნამდვილად განსაკუთრებული მომენტი იყო. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ხდებოდა.”

ეს შესრულება მოჰყვა კერის ბოლო, მე-16 ალბომის, Here for It All-ის გამოსვლას, რომელიც მომღერალმა სექტემბერში გამოსცა. ნამუშევარმა მას კიდევ ერთი ჩარტის ლიდერი სიმღერა მოუტანა – In Your Feelings, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა Adult R&B Airplay ჩარტში.

ჩარტების ლიდერი ჰიტების ისტორიული რაოდენობა სწორედ ისაა, რის გამოც ფიქრობს, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უნდა შევიდეს. კითხვაზე, თუ რატომ იმსახურებს ამ ტიტულს, კერი სიცილით პასუხობს: „ვიტყოდი, რომ უბრალოდ გადახედონ 19 ლიდერ სიმღერას… ასეთი შედეგი ყველას არ აქვს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდეიამ უიტნი ჰიუსტონისა და ქერი ბრედშოუს სტილი გააცოცხლა

შემდეგი სტატია

Artificial Love – სერგი გვარჯალაძის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი