Artificial Love – სერგი გვარჯალაძის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია

პროექტი ეფუძნება Faketivism-ის მანიფესტს, რომელსაც სერგი გვარჯალაძე თავის ციფრულ ორეულთან, Synth Etique-თან ერთად ქმნის.

Artificial Love სერგი გვარჯალაძის საკულტო სიმღერაა, რომელიც 90-იანებში შეიქმნა. უკანასკნელ წლებში კი ხელახლა ამოტივტივდა და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. 

12 მარტს მუსიკოსმა სიმღერის ახალი ვერსია და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გამოსცა – კომპოზიციის ხელახალი გააზრება, რაც მას თანამედროვე ციფრულ და ფუტურისტულ კონტექსტს სძენს. 

პროექტი ეფუძნება Faketivism-ის მანიფესტს, რომელსაც სერგი გვარჯალაძე თავის ციფრულ ორეულთან, Synth Etique-თან ერთად ქმნის და რომელიც ხელოვნურსა და ნამდვილს შორის არსებულ ზღვარს შლის. კლიპის გმირის ვიზუალურ პროტოტიპად სერგიმ მეუღლის, ჟურნალისტ ანა აბაკელიას სახე გამოიყენა, რაც სწორედ ამ კავშირს უსვამს ხაზს და Faketivism-ის ფილოსოფიას კიდევ უფრო პირადულსა და მრავლშრიანს ხდის. თავად ვიდეო კი, ფუტურისტული კლიშეებითა და ირონიული ხედვით, ჩვენი მომავლის შესაძლო სცენარებს გვიჩვენებს.

ავტორის განმარტებით, Faketivism პანკენერგიისა და სტენსილ-გრაფიტის პრინციპების ნაზავია, სადაც ძველი კონტექსტის შეცვლა ახალ კონცეფციას ქმნის.

პროექტის მიზანია ტექნოლოგიების დახმარებით ემოციური კავშირების ძიება და „ხელოვნური მარტოობის“ შევსება. 

კლიპი komuna.ge-ზე გამოქვეყნდა, რომელიც  მულტიჟანრული Youtube ვიდეო ეკოსისტემაა. მისი ნაწილია ასევე „სუბტროპიკა” –  70-იანების არარსებული ბენდის ისტორია, რომელიც მიზნად ისახავს გართობას, ემოციების გამოწვევას, ცნობისმოყვარეობის გაღვივებასა და ახალი კავშირების შექმნას, სადაც ტექნოლოგია მარტოობის შემავსებლის როლსაც ასრულებს.

Sergi feat. Synth Etique – “Artificial Love” Leno Records-მა გამოსცა და ხელმისაწვდომია ყველა სტრიმინგ სერვისზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მერაია კერი 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ნომინირებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

Sinners 2026 წლის ოსკარის საუკეთესო საუნდტრეკის გამარჯვებული გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი