YE-მ ლოს-ანჯელესის სტადიონზე გამართული მეორე კონცერტისას, სცენაზე ლორინ ჰილი და ტრევის სკოტი მიიწვია

3 აპრილს LAURYN HILL-ზე გამართულ კონცერტზე სხვა მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნორს უესტი და CeeLo Green.
კანიე უესტი ბერლინის მოდის კვირეულზე. 2024 წლის პირველი ივლისი.
Matthias Nareyek/Getty Images

Ye-მ SoFi Stadium-ზე გამართულ თავის მეორე შოუზე მიწვეული არტისტების ვარსკვლავური შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა.

48 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც ადრე კანიე უესტის სახელით იყო ცნობილი, 3 აპრილს ინგლვუდში მდებარე SoFi Stadium-ის სცენაზე მეორე შოუთი დაბრუნდა, რომლის ბილეთები სრულად გაიყიდა. მან ფანები არაერთი სტუმრით გააოცა, მათ შორის იყვნენ ლორინ ჰილი და ტრევის სკოტი.

70 000-იანი ტევადობის სტადიონზე გამართული შოუს შუა ნაწილში Ye-მ სცენაზე ჰილი მოიხმო, რომელიც კვამლის სქელი ღრუბლიდან გამოჩნდა და მასთან ერთად All Falls Down შეასრულა. ტრეკში, რომელმაც 2004 წელს Billboard Hot 100-ში მე-7 პოზიციას მიაღწია, გამოყენებულია ჰილის 2002 წლის სიმღერის – Mystery of Iniquity-ის სემპლი.

ჰილი სცენაზე რამდენიმე მუსიკალური ნომრის განმავლობაში დარჩა. მან შეასრულა Doo Wop (That Thing), რომელიც უესტის Believe What I Say-ში გადაიზარდა. მოგვიანებით მას სცენაზე თავისი შვილები – ზაიონ მარლი და YG მარლი  შეუერთდნენ. მათ შეასრულეს სიმღერები: Heartbeat, Crisis და Praise Jah in the Moonlight. ამ უკანასკნელის თანაავტორები YG და ლორინ ჰილი თავად არიან.

გასულ წელს, როცა  Ye-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცემული ალბომი Bully, ნამუშევარს ჰილის 1998 წლის საკულტო ალბომს – The Miseducation of Lauryn Hill-ს ადარებდა. „ეს ჩემთვის უფრო მეტად ლორინ ჰილის ალბომის გამოძახილია,” – თქვა უესტმა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

3 აპრილს შოუს, დასაწყისში, Ye-მ სცენაზე ტრევის სკოტიც მიიწვია. რეპერებმა ერთად შეასრულეს Bully-ს წამყვანი სინგლი – Father. სკოტი ნიღაბს ატარებდა და ეცვა მაისური, რომელზეც Unsane ეწერა. მან ასევე შეასრულა თავისი ჰიტი Fein, ალბომიდან – Utopia. 

სხვა სტუმრებს შორის იყვნენ CeeLo Green და უესტის 12 წლის ქალიშვილი ნორს უესტი,  რომელმაც რეპის პარტია შეასრულა ტრეკებში – Bless Me და Piercing on My Hand. All the Love-ის შესასრულებლად კი სცენაზე ანდრე ტრაუტმანიც  გამოვიდა. როგორც ჩანს, Bully-ს გამოშვების შემდეგ, Ye მთელ მსოფლიოში გეგმავს შოუებს. ლონდონში ის 10-12 ივლისს დაანონსებული Wireless Festival-ის ჰედლაინერიც იქნება. 2014 წლის შემდეგ, ეს  იქნება მისი პირველი შოუ დიდ ბრიტანეთში. ასევე ივლისში უესტს დაგეგმილი აქვს კიდევ ერთი შოუ იტალიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ში ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება

შემდეგი სტატია

მურმან წულაძის ახალი სინგლი – Amerika

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი