„სადაც გამახედეს“ – ერეკლე დეისაძემ SabanaYesYes-თან ერთად ახალი სიმღერა გამოუშვა

„სადაც გამახედეს“

ერეკლე დეისაძემ არტისტ Sabana-სთან (SabanaYesYes) ერთად ახალი ტრეკი, სახელწოდებით „სადაც გამახედეს“ გამოუშვა. ნამუშევრის პროდაქშენი Sabana-ს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ერეკლე დეისაძეს. ტრეკი SabanaYesYes-ის ახალი მუსიკალური პროექტის,  ONEONEWORLD-ის ფარგლებში გამოიცა.

ერეკლე დეისაძე:

„ამ ტრეკზე დიდხანს ვმუშაობდით, რადგან გვინდოდა ისეთი რაღაცისთვის მიგვეგნო, რაც ორივე ჩვენგანის ხელწერას და ხასიათს კარგად გამოაჩენდა. ეს ჩვენი პირველი კოლაბორაცია არ არის – Sabana-სთან ადრეც მიმუშავია და მომავალშიც ვაპირებთ საერთო ტრეკების ჩაწერას.“

 Sabana:

 „ერეკლესთან ბევრჯერ მიმუშავია, თუმცა აქამდე ყველა ტრეკში მისი რეჩიტატივი იყო, ამ ნამუშევარში კი ვოკალური მხარეც ჩანს. ეკოს ძალიან საინტერესო მელოდიური მხარე აქვს და ეგ მინდოდა მეჩვენებინა. სამუშაო პროცესი ცოცხალი და დინამიკური იყო – თავიდან განსხვავებული ინსტრუმენტალი დაიწერა, შემდეგ, როცა ეკომ ტექსტი ჩაწერა და დემო ვერსიას მოვუსმინე, ტრეკიც შესაბამისად ტრანსფორმირდა და დაიხვეწა. სწორედ ამ დემოს მოსმენის შემდეგ დავიჭირე მელოდიურობაც და ამის მიხედვით გავშალეთ ტრეკში.”

სიმღერის ქავერ არტიც სიმბოლიკით არის დატვირთული – მასზე გამოხატულია საქართველოს არქეოლოგიურ ობიექტებზე აღმოჩენილი ცხოველების ფიგურები. ქავერ არტის მთავარი სიმბოლო კი ქართული საბრძოლო იარაღია, რომელიც „საცერული ღაჯიის“ სახელით არის ცნობილი და ვიზუალურად მზის ფორმით გამოისახება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ცაგარელის კონცერტი აუდიტორიაში

შემდეგი სტატია

„დიჯეი ქერუბიმის მაუწყებლობა” – ზურა ჯიშკარიანის ახალი პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი