„დიჯეი ქერუბიმის მაუწყებლობა” – ზურა ჯიშკარიანის ახალი პროექტი

„ეს პროექტი ჩემი არსებობის დოკუმენტაციაა – აუდიოანაბეჭდი.”

„ივენთების ნაცვლად, ჩვენ ვესწრებით აპოკალიფსებს, – იუწყება დიჯეი ქერუბიმი ტაქსისტის ჩართული რადიოდან.” 

დიჯეი ქერუბიმი ზურა ჯიშკარიანის რომანის, „საღეჭი განთიადების” პერსონაჟია – წამყვანი რადიო „უსასრულობიდან”, რომელსაც არავინ იცნობს და რომელიც არავის უნახავს. მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დიჯეი ქერუბიმი საიდუმლო კატაკომბებიდან უწყვეტად მაუწყებლობს დროის ოთხ ტაიმლაინზე, საიდანაც ორში ჯერ რადიო არც კი გამოუგონიათ. 

ამ პერსონაჟისა და რომანის შთაგონებით მწერალმა მსმენელს ახალი პროექტი წარუდგინა. „დიჯეი ქერუბიმის მაუწყებლობა” ექსპერიმენტური აუდიოსერიაა, რომელიც, ავტორის თქმით, „საღეჭი განთიანების” სამყაროსა და თავად დიჯეი ქერუბიმის ხედვითაა შექმნილი. 

ზურა ჯიშკარიანი:

„ეს ერთგვარი ლიტერატურული პროექტია, რომელიც ხმების სამყაროსთან იკვეთება და ჩემთვის იმაზე მეტად ორგანულია, ვიდრე ცალკე სიმღერის ან ცალკე ტექსტის შექმნა, რადგან გამუდმებით ვმოძრაობ ამ სამყაროებში. ეს არის აუდიონაწყვეტებით აწყობილი მაუწყებლობები, რომლებშიც ვაერთიანებ სამყაროს იმ აუდიოვერსიას, რომელიც ყურში შემდის და რეკორდერში იწერება. ამას კი ისევ და ისევ ლიტერატურული მეთოდის, cut up-ის გამოყენებით ვაკეთებ, ოღონდ ტექსტის ნაცვლად აუდიოფაილებს ვიყენებ. ესენია: დაუსრულებელი ტრეკები, საუბრის ნაწყვეტები, მატარებლის ხმა ვეძათხევის თავზე, წვიმის ხმა იტალიურ ეზოში, ყავის დუღილი, ჭექა-ქუხილი, ტაქსით მგზავრობა, მეგობრის გამოგზავნილი ხმოვანი მესიჯები, ლექსები, შელოცვები, სიზმრები, რომლებსაც, ღამით გამოღვიძებული, ტელეფონს ვუყვები ხოლმე, რომ არ დამავიწყდეს და რომლებიც ისეთი ნამძინარევი ხმით არის ჩაწერილი, რომ შინაარსის გამოტანა თავადაც კი მიჭირს ხოლმე, მაგრამ, სამაგიეროდ, ლამაზად ჟღერს.”

ავტორის თქმით, სურს პროექტს რადიოპიესის ან რადიომაუწყებლობის ჩანაწერის სახე ჰქონდეს, რადგან რადიო მისთვის იმ ნდობისა და, ამავდროულად, მოულოდნელობის შეგრძნებასთან ასოცირდება, რომელსაც მის მიმართ ბავშვობაში განიცდიდა.

„რადიო ერთ-ერთი ყველაზე საკრალური მედია იყო ჩვენი ლამაზი ბავშვობის უშუქობაში. ყოველთვის შეგეძლო მისთვის გესმინა და ყოველთვის აქვს რაღაც ტიპის მოულოდნელობის ეფექტი. არასდროს იცი, დიჯეი ამ სიმღერის შემდეგ რას ჩართავს. უბრალოდ ენდობი და მიჰყვები და ისიც, როგორც ორფეოსი ან ვერგილიუსი, აუდიოსამყაროებში სამოგზაუროდ მიგიძღვება. ეს მოულოდნელობა და ნდობა ძალიან მაკლია თანამედროვე სამყაროში, სადაც ალგორითმული ციხეების გატეხა გვიწევს, რომ რაღაც დაუგეგმავი სიურპრიზი ვიპოვოთ. 

ერთი მხრივ, ეს პროექტი ჩემი არსებობის დოკუმენტაციაა – აუდიოანაბეჭდი, მეორე მხრივ კი, როცა ის იკვრება, ჯერ ტრანსფორმირდება, შემდეგ გადის სელექციას, მასტერინგს, საბოლოოდ კი სხვადასხვა მაუწყებლობად იკვრება – მესიჯად, რომელიც შემდეგ უკვე სამყაროში იგზავნება. სადღაც წავიკითხე: ‘ის, ვინც შენ ხარ, ღმერთის საჩუქარია შენთვის, ხოლო ის, თუ ვინ გახდები, შენი საჩუქარია ღმერთისა და სამყაროსთვის.’ ასეა ეს ხმებიც.”

ზურა ჯიშკარიანის ლიტერატურულ ბლოგზე გადასასვლელად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სადაც გამახედეს“ – ერეკლე დეისაძემ SabanaYesYes-თან ერთად ახალი სიმღერა გამოუშვა

შემდეგი სტატია

BTS-ის SUGA-მ სასცენო სახელის ნამდვილი ისტორია გაამხილა, რომელიც აქამდე მისმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი