HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

ჯერჯერობით უსათაურო ნამუშევარი მაყურებელს 50 Cent-ის ადრეული წლებიდან დიდ შემოქმედებით კარიერამდე და წარმატენულ ბიზნესმენობამდე განვლილ გზას აჩვენებს.
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

როგორც ჩანს დადგა დრო, 50 Cent-მა საკუთარი ისტორიაც მოყვეს. Variety-სა და Deadline-ის ინფორმაციით, 50 Cent-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Hulu-ზე სამ ნაწილად გამოვა.

დოკუმენტური ფილმი თაყვანისმცემლებს აჩვენებს 50-ის გზას – ქუინსში გატარებული ბავშვობიდან მსოფლიო რეპვარსკვლავობამდე და ბიზნეს-მაგნატობამდე. სერიალის მოკლე აღწერაში ნათქვამია, რომ რეპერის ისტორია გადმოცემილია „პირადი და ყოვლისმომცველი პრიზმიდან. სერიალი წარმოაჩენს ფიგურას, რომელმაც კონფლიქტები და სირთულეები გრძელვადიან კულტურულ გავლენად გარდაქმნა“.

პროექტს ამჟამად სათაური არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ რეჟისორი მენდონ ლოვეტი იქნება. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები კი პატრიკ ალტემი და თავად 50 Cent-თან იქნებიან.

ამჟამად 50 Cent კვლავ რჩება ტელეარხ Starz-ის მასშტაბური სერიალის, Power-ის აღმასრულებელ პროდიუსერად. გარდა ამისა, ის მონაწილეობას მიიღებს Street Fighter-ის ახალ ვერსიაში. ცნობილია, რომ ფილმში ყველა ტრიუკს ის თავად ასრულებს. 

რეპერი ასევე გვპირდება, რომ ფილმის საუნდტრეკზეც იმუშავებს და ამ საქმეში ემინემის ჩართვასაც გეგმავს.

„ემინემს დავიყოლიებ, რომ  Street Fighter-ისთვის მუსიკა შექმნას,“ – დაწერა 50-მა დეკემბერში ფილმის პრომო პოსტერის ქვეშ. Street Fighter-ის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 16 ოქტომბერს იგეგმება.

50 Cent-ს 2000-იან წლებში გარდამტეხი პერიოდი ჰქონდა და ათწლეულების შემდეგაც პოპკულტურის განუყოფელ ნაწილად რჩება. Billboard 200-ის სათავეში რეპეროს ორი ალბომი მოხვდა, ხოლო Billboard Hot 100-ის პირველი პოზიცია ჯამში მისმა ოთხმა ჰიტმა დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელინ დიონის ტურნეს ანონსი პარიზში, 2026 წლის 30 მარტი, საფრანგეთი ქეით ფლორესი / Billboard

სელინ დიონმა პარიზის რეზიდენციას კიდევ ექვსი თარიღი დაამატა

შემდეგი სტატია

Severance-ის კომპოზიტორ თეოდორ შაპიროს 2026 წლის კინოს, ტელევიზიისა და ვიზუალური მედიის დაჯილდოებაზე BMI Icon-ის წოდება მიენიჭება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი