სელინ დიონმა პარიზის რეზიდენციას კიდევ ექვსი თარიღი დაამატა

დამატებითი კონცერტები Paris La Défense Arena-ზე სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება.
სელინ დიონის ტურნეს ანონსი პარიზში, 2026 წლის 30 მარტი, საფრანგეთი ქეით ფლორესი / Billboard
სელინ დიონის ტურნეს ანონსი პარიზში, 2026 წლის 30 მარტი, საფრანგეთი
ქეით ფლორესი / Billboard

სელინ დიონმა პარიზში დაგეგმილი კონცერტების სერია, სახელწოდებით  Celine Dion Paris 2026 კიდევ უფრო გაზარდა.  7 აპრილს მომღერალმა განაცხადა, რომ სცენაზე მის დიდი ხნის ნანატრ დაბრუნებას, რომელიც ხუთკვირიან რეზიდენციას მოიცავს, კიდევ ექვსი შოუ დაემატება. ამით საფრანგეთში დაგეგმილი კონცერტების საერთო რაოდენობა თექვსმეტამდე გაიზრდება.

შემოდგომის კონცერტები Paris La Défense Arena-ზე 18 და 25 სექტემბერს, ასევე 2, 9, 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. ბილეთების წინასწარი გაყიდვები 9 აპრილამდე გაგრძელდება და იმ გულშემატკივართათვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინც გასულ კვირას  Fair AXS-ზე წინასწარ დარეგისტრირდა. ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

სელინ დიონმა კონცერტების სერიის შესახებ გასულ თვეს ეიფელის კოშკის ფონზე ჩაწერილ ვიდეოში გამოაცხადა. მან გულშემატკივრებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს და კვლავ ფორმაშია.  ეს იყო მინიშნება მის მრავალწლიან მუსიკალურ პაუზაზე, რომელიც მისი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დაავადებით იყო გამოწვეული. 

„ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თქვენ ჩემს გვერდით იყავით, ისე დამეხმარეთ, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, მუდმივად ვგრძნობდი თქვენს ლოცვას, მხარდაჭერას, სიკეთესა და სიყვარულს“. – აღნიშნა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ სელინ დიონს 2024 წლის შემდეგ საჯაროდ არ უმღერია, მას შემდეგ რაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ედიტ პიაფის Hymne A L’Amour-ის ემოციური ვერსია შეასრულა. 2022 წელს 58 წლის სელინ დიონმა გაამხილა, რომ მას  იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარღვევა (Stiff Person Syndrome) და­უდ­გინ­და. ეს არის  დაავადება, რომელიც კუნთების გაშეშებას და ძლიერ ტკივილს იწვევს, რის გამოც მან დაგეგმილი ტურნე გააუქმა.

ნახეთ სელიონ დიონის 2026 წლის პარიზის რეზიდენციის თარიღების სრული სია:

12 – სექტემბერი

16 – სექტემბერი

18 –  სექტემბერი

19 – სექტემბერი

23 – სექტემბერი

25 – სექტემბერი

26 –  სექტემბერი

30 – სექტემბერი

2 – ოქტომბერი

3 – ოქტომბერი

7 – ოქტომბერი

9 – ოქტომბერი

10 – ოქტომბერი

14 – ოქტომბერი

16 – ოქტომბერი

17- ოქტომბერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი ჩრდილოამერიკულ ტურნეში მიემგზავრებიან

შემდეგი სტატია

The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი