Laguna beach-ის სპეციალური ეპიზოდისთვის ჰილარი დაფმა ნოსტალგიური ჰიტი ხელახლა გამოსცა

სიმღერა შევა მომღერლის Record Store Day-ს კოლექციაში, რომელიც ხელახლა ჩაწერილ ტრეკებს მოიცავს.
ჰილარი დაფი
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ჰილარი დაფი წარსულის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სიმღერას მიუბრუნდა და 10 აპრილს Laguna Beach-ის სპეციალური ეპიზოდისთვის მოულოდნელად Come Clean-ის ახალი ვერსია გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას ამჯერად უფრო მოწიფული ჟღერადობა აქვს, მომღერალი მასში მაინც ახერხებს თავისი თინეიჯერობისდროინდელი ხიბლის შენარჩუნებას. 

სიმღერა შევა ჰილარი დაფის მომავალ ალბომში, რომელიც მისი ჰიტების ხელახალ ვერსიებს მოიცავს. პროექტი წლევანდელი Record Store Day-ს ფარგლებში  ვინილზე 18 აპრილს გამოვა. ხელმისაწვდომი იქნება ალბომის მხოლოდ 10 000 ეგზემპლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფანების მხოლოდ მცირე რაოდენობას შეხვდება. 

Come Clean (Mine) ასევე წარმოდგენილი იქნება The Reunion: Laguna Beach-ში – სპეციალურ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც პარასკევს შედგება. სიმღერის თავდაპირველი ვერსია 2004 წელს Billboard Hot 100-ის 32-ე ადგილზე გავიდა და რეალითი შოუს მთავარ მუსიკალურ თემას წარმოადგენდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად მომღერალი ამ შოუს ფანი იყო. 2023 წელს მან ხუმრობით აღიარა, რომ სერიალი ნანახიც კი არ ჰქონდა. 

ჰილარი დაფს ამჟამად დიდი მუსიკალური დაბრუნების ეტაპი აქვს. თებერვალში, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მან პირველი ალბომი Luck … or Something გამოსცა, რომელმაც Billboard 200-ის მესამე პოზიცია დაიკავა. ივნისში კი მომღერალი შვიდთვიან ტურნეში მიემგზავრება. 

მოუსმინეთ Come Clean-ის ახალ ვერსიას:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

შემდეგი სტატია

ზაკ ბრაუნმა „არტემის 2-ის” ეკიპაჟის წევრებს კოსმოსში შეტყობინება გაუგზავნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი