Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“
Lady Gaga და Doechii 2025 წლის iHeartRadio Music Awards-ზე.
CHRISTOPHER POLK/VARIETY

Billboard-ის „პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი“ ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს – იმ მთავარ სიახლეებს, რომლებიც დღეს აქტუალურია.

გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ჯეკ უაიტი, არლო პარკსი და ენ ჰეთეუეი მოხვდნენ. ამ კვირაში კი აქცენტი Lady Gaga-სა და Doechii-ს ერთობლივ ენერგიულ ტრეკზე – Runway-ზე კეთდება, რომელიც ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის საუნდტრეკია. 

მიუხედავად იმისა, რომ გაგას და Doechii-ს მანამდე ერთად არასდროს უმუშავიათ, ამ ტრეკში აშკარად იგრძნობა, რომ მათი თანამშრომლობა გარდაუვალი იყო. Runway, რომლის თანაავტორი და თანაპროდიუსერი ბრუნო მარსია, პირველი ოფიციალური სინგლია ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას 2“, რომლის პრემიერაც 1-ელ მაისს იგეგმება. 

Coachella-ს გახსნამდე, Katseye-მ ახალი სინგლი PINKY UP გამოსცა. გოგონების ბენდი Coachella-ზე სადებიუტო გამოსვლას გეგმავს. გარდა ამისა, ჯგუფი ახლა ხუთკაციანი შემადგენლობით წარდგება, რადგან მანონ ბანერმანმა დროებითი პაუზა აიღო. ახალი სინგლის მიმართ მოლოდინი და წნეხი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ტექნო-პოპ ტრეკი ამ მოლოდინს სრულად ამართლებს.

ამ კვირაში The Strokes-მა რიკ რუბინის პროდიუსერობით შექმნილი ახალი ალბომი Reality Awaits დააანონსა, რომელიც ჯგუფისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველი სტუდიური ნამუშევარია. ანონსთან ერთად გამოვიდა მთავარი სინგლი Going Shopping, რომელშიც The Strokes-ისთვის დამახასიათებელი რეტრო ჟღერადობა იგრძნობა. სიმღერა ერთგვარი ბალანსია ბენდის კლასიკურ ხელწერასა და მათ ახალ ხედვას შორის, რომელიც  თანამედროვე პოპ-მუსიკაზეა დაფუძნებული. 

2026 წლის ტურნეს დაანონსების შემდეგ, ბლუზ-როკ ბენდი Alabama Shakes ახალი მუსიკით ბრუნდება. სიმბოლური სათაურის ტრეკი American Dream ჯგუფის პირველი რელიზია 2015 წლის გრემის მფლობელი ალბომის, Sound & Color-ის შემდეგ. 

Tiny Habits 2022 წელს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლისას ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, ტრიო ახალი ეტაპისთვის ემზადება. 2023 წლის სადებიუტო EP-ისა და 2024 წლის ალბომის შემდეგ, ჯგუფმა ახალი სინგლი Right In Front Of Me გამოუშვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

P!nk - Apple-ის All Of You-ს პრემიერაზე. 2025 წლის 17 სექტემბერი, ნიუ-იორკი. DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

P!NK 2026 წლის ტონის დაჯილდოებას გაუძღვება

შემდეგი სტატია

Laguna beach-ის სპეციალური ეპიზოდისთვის ჰილარი დაფმა ნოსტალგიური ჰიტი ხელახლა გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი