ბრიტნი სპირსმა სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა

სიახლე მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.
ბრიტნი სპირსი
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

როგორც Billboard-ისთვის გახდა ცნობილი, ბრიტნი სპირსმა სამკურნალო დაწესებულებას ნებაყოფლობით მიაკითხა. პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა 12 აპრილს დაადასტურა, რომ მომღერალმა ცენტრში რეგისტრაცია გაიარა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები სპირსის გუნდს არ გაუსაჯაროებია. TMZ-ის ინფორმაციით კი, მომღერალმა რეაბილიტაცია მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ დაიწყო.

სამკურნალო დაწესებულებაში შესვლის გადაწყვეტილება მომღერალმა მას შემდეგ მიიღო, რაც ის სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს. მომღერალი 4 მარტს კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დილას, 5 მარტს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„ეს იყო სამწუხარო შემთხვევა, რომელსაც გამართლება არ აქვს. ბრიტნი აპირებს, მართებული ნაბიჯები გადადგას და კანონს დაემორჩილოს. იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ დიდი ხნის დაგვიანებული ცვლილებებისკენ, რომლებიც მის ცხოვრებაში უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ პერიოდში საჭირო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებს,” – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა დაკავების შემდეგ.

მისივე თქმით, შვილები დროს დედასთან გაატარებენ, ხოლო ახლობლები სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც მომღერლის კეთილდღეობასა და წარმატებას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრიტნი სპირსს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, 27 მარტს ის ინსტაგრამზე ცეკვის ვიდეოთი დაბრუნდა. ვიდეოში ის თავის 19 წლის შვილთან, ჯეიდენ ფედერლაინთან ერთად ჩანს. პოსტის აღწერაში მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარება დიდი ბედნიერებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

შემდეგი სტატია

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი