ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.

ჰეილი ბიბერმა 13 აპრილს ინსტაგრამზე კულისებს მიღმა გადაღებული ფოტოსერია გააზიარა, რომელიც ოჯახის საფესტივალო შაბათ-კვირას ასახავდა, მათ შორის კი გამორჩეული დეტალი: მათი 19 თვის ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის დროებითი ტატუ იყო, წარწერით –  Bieberchella.

“ეს განსაკუთრებული უქმეები იყო. ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენს, თუნდაც მცირედით, თუ რა გზა გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად. მადლიერი ვარ ამ მშვენიერი ცხოვრებისთვის და ძალიან ვამაყობ. მოდით, ეს ყველაფერი თავიდან გავიმეოროთ!“ – დაწერა ჰეილი ბიბერმა გამოქვეყნებულ პოსტში.

ფოტო-კარუსელი ჰეილისა და ჯასტინის საერთო კადრით იწყება, სადაც მომღერალს ხელში პატარა ჯეკი უჭირავს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს საუნდჩექის პროცესიც: ერთ ეპიზოდში ჰეილი ჯასტინის სიმღერის, Favorite Girl-ის ფონზე ცეკვავს, სხვა კადრში კი წყვილს პატარა ჯეკი ჰყავს აყვანილი, რომელიც მამის ჰიტის, FIRST PLACE-ის რეპეტიციაზე ცეკვავს.

ფოტოსერია სრულდება კადრით, რომელზეც ბავშვის ხელზე დროებითი ტატუა, წარწერით – Bieberchella.

აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს, ჯასტინ ბიბერის პირველი სოლო ჰედლაინერული გამოსვლისას, ჰეილი მეუღლეს გულშემატკივართა რიგებიდან უსმენდა.

Everything Hallelujah-ს შესრულების დროს, Coachella-ს პირდაპირი ეთერის კამერამ აუდიტორიაში მყოფი ჰეილი დააფიქსირა, როდესაც ჯასტინი შემდეგ სტრიქონს მღეროდა: Hailey, babe, hallelujah. მან სცენაზე მყოფ ჯასტინს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, რასაც მაყურებლის ოვაციები მოჰყვა. ჯასტინმა შემდეგი სტრიქონი შვილს მიუძღვნა, ფრაზით: Baby Jack, hallelujah.

საფესტივალო უქმეები მთელი ოჯახისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ფესტივალის ტერიტორიაზე ჯასტინის ბრენდმა SKYLRK 10 000 კვადრატული მეტრის ფართობის დასასვენებელი სივრცე – Oasis და მერჩ მაღაზია მოაწყო. პარალელურად კი ჰეილის ბრენდი, Rhode, Coachella-ს ფესტივალზე საკუთარი Rhode World სივრცით დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი სულ რამდენიმე დღის წინ ჰეილისა და ჯასტინის კოლაბორაციული ბრენდის მიერ ახალი ჰიდროკოლოიდური აკნეს პლასტირების გამოშვებას მოჰყვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიბერებს შვილის სახე საჯაროდ ჯერ არ გამოუჩენიათ, 2024 წლის აგვისტოში მისი დაბადების შემდეგ, წყვილი პერიოდულად მაინც აზიარებს ბავშვის შესახებ ფრაგმენტულ კადრებს. პატარა ჯეკი ჯასტინის გრემის ნომინანტი ალბომის, SWAG-ის სარეკლამო ფოტოებშიც ჩანს, რომელიც ფოტოგრაფ რენელ მედრანოს მიერაა გადაღებული.

გასულ ჰელოუინზე ჰეილიმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჯეკს ისეთივე იასამნისფერი ჰუდი და თეთრი ქურთუკი აცვია, როგორითაც ჯასტინი თავის ცნობილ ტურნეში, My World Tour-ში გამოდიოდა. ამ თვის დასაწყისში კი ჰეილიმ კიდევ ერთი ფოტო-კარუსელი გააზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ჯეკი Rhode-ს აკნეს პაჩებით  და როგორ უყურებს ჯასტინის 2011 წლის დოკუმენტურ ფილმს Never Say Never მამის კალთაში.

ჯასტინი Coachella-ს მთავარ სცენაზე მომდევნო უქმეებზეც დაბრუნდება და 18 აპრილს კვლავ მთავარი გამომსვლელი იქნება.

ჯასტინ ბიბერის ორნაწილიანმა ალბომმა Swag გასულ წელს გამოსვლის შემდეგ გრემის ოთხი ნომინაცია მიიღო. ალბომის პირველი ნაწილი 26 ივლისის მონაცემებით Top Streaming Albums-ისა და Streaming Songs-ის ჩარტებში ლიდერობდა. რაც შეეხება Swag II-ს, მან 2025 წლის სექტემბერში გამოსვლისთანავე Hot 100-ის ჩარტში მეორე პოზიციით სადებიუტო აღიარება მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსმა სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი