Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, – სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
Janngo - Minute (Official Music Video)
Janngo – Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი ვიდეორგოლი Minute კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არტისტის კარიერაში. კლიპის რეჟისორი: გიორგი ქველიძეა, დამდგმელი ოპერატორი და პროდიუსერი: ნინი ჩიქოვანი, მხატვარი: ალექს აფციაური. ვიდეო დეტალებზე ორიენტირებული ხედვითა და ესთეტიკით გამოირჩევა, რაც სიმღერის განწყობას სრულად გადმოსცემს. Minute-ის მუსიკა და ტექსტი Janngo-ს და ნიკა ფასურს ეკუთვნის. სიმღერის პროდიუსირება თავად ნიკამ უზრუნველყო, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ლუკა თელიამ იმუშავა.

„მადლობა ნიკა ფასურს, ჩემთან თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ შემოქმედებითი ენერგია უფრო მეტად აღმომეჩინა საკუთარ თავში.  მადლობა ნინი ჩიქოვანსა და გიორგი ქველიძეს ჩემი მუსიკისა და ხედვის რწმენისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი მუსიკალური ვიდეო შექმენით. თქვენ ამ პროექტზე მთელი გულით იმუშავეთ.”  – წერს Janngo სოციალურ ქსელში.

Janngo წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს საავტორო მუსიკაზე. მისი შემოქმედება სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს. არტისტის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი ჯაზ-ფანკ კომპოზიცია Fallin იყო, რომელმაც მისი მუსიკალური მიმართულება გამოკვეთა. Janngo Billboard Georgia-ს საერთაშორისო პროექტის „ახალი თაობის მუსიკოსების” ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული არტისტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 

მოუსმინეთ Janngo-ს ახალ სიმღერას და ნახეთ მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Minute.

არტისტის შემოქმედების გასაცნობად კი ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

შემდეგი სტატია

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი