eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.

eZo Festival 2014 წელს დაარსდა და დღემდე თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ღონისძიებებს  ორგანიზებას Mzesumzira Community უწევს. ფესტივალის განუყოფელი ნაწილი მთაწმინდის პარკის გამწვანებული ტერიტორია იყო, თუმცა ამჯერად ორგანიზატორები ახალ სივრცეს ითვისებენ – ღონისძიება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება.

გასულ წელს eZo Festival-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ტერიტორია, სადაც ღონისძიებები იმართებოდა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სატყეო ზონაში მოექცა, რის გამოც საიჯარო ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და ფესტივალიც ძველ ლოკაციაზე აღარ ჩატარდა. 

ორგანიზატორებმა ეს რთული პერიოდი ერთგვარ გარდამავალ ეტაპად აქციეს.

„ვუსმენდით ისე, თითქოს ბოლოჯერ, ვუკრავდით ისე, თითქოს დასრულდა, ვცეკვავდით, როგორც უკანასკნელად… მაგრამ მზე ამოვიდა  – მზის ამოსვლისას ცეკვა გრძელდება…“ – აღნიშნულია ფესტივალის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ლოკაციის ცვლილება ფესტივალის მასშტაბების ზრდასა და ახალ კონცეფციას გულისხმობს. ორგანიზატორები ახალ მუსიკალურ პროგრამას (ლაინაფს) სულ მალე გამოაქვეყნებენ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, eZo Festival ამტკიცებს, რომ თანამედროვე მუსიკალური კულტურა საქართველოში კვლავ განაგრძობს განვითარებას და რომ ფესტივალის მთავარი ღირებულება არა კონკრეტული ადგილი, არამედ ის ემოციაა, რომელიც ივნისის დასაწყისში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კვლავ გააცოცხლებს მუსიკის ფონზე მზის ამოსვლის ტრადიციას.

ფესტივალის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

შემდეგი სტატია

Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი