Wireless Festival-ის გაუქმების შემდეგ კანიე უესტს შესაძლოა საფრანგეთში გამოსვლაც აეკრძალოს

ივნისში რეპერს კონცერტი მარსელში აქვს დაგეგმილი.
კანიე უესტი
STEPHEN LOVEKIN/WWD/PMC

დიდი ბრიტანეთის შემდეგ კანიე უესტის კონცერტის აკრძალვას ახლა უკვე საფრანგეთიც განიხილავს. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებულმა პირმა AFP-ს ინფორმაცია მიაწოდა, რომ პოლიტიკოსი უესტის 11 ივნისის მარსელის კონცერტის გაუქმებაზე აქტიურად მუშაობს. 

წყარომ გაამხილა, რომ მინისტრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ყველა შესაძლო გზას იყენებს, რომ უესტის შოუ გაუქმდეს, ბოლო წლებში რეპერის მიერ გავრცელებული ანტისემიტური ნარატივის გამო. პოლიტიკოსმა უკვე დააინიცირა პროცესი, რათა რეპერს საფრანგეთში ჩასვლა აეკრძალოს. ამ საკითხზე ის მარსელის მერს, ბენუა პეიანსაც ესაუბრა. 

მანამდე პეიანს უკვე გაჟღერებული ჰქონდა უესტის კონცერტის მიმართ უარყოფითი პოზიცია.

„უარს ვამბობ, მარსელი იქცეს პლატფორმად მათთვის, ვინც  სიძულვილსა და უპატიებელ ნაციზმს ავრცელებს,” – დაწერა მან 4 მარტს. „კანიე უესტი არ არის სასურველი სტუმარი ველოდრომზე, რომელიც ჩვენი და ყველა მარსელელის ერთობლივი ტაძარია.”

ივლისში უესტი ლონდონის Wireless Fest-ზე იყო მიწვეული, სადაც  ის სამი ღამის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო. თუმცა ფესტივალი გაუქმდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა რეპერს ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცა. 

კანიეს ფესტივალზე მიწვევის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ ებრაელთა ორგანიზაციები, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი და ლონდონის მერი სადიქ ხანი. 

ფესტივალის გაუქმების შემდეგ რეპერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა თავის მიზნებზე და აღნიშნა, რომ მზად იყო, შეხვედროდა ებრაელთა საზოგადოების ლიდერს დიდ ბრიტანეთში.

„ჩემი ერთადერთი მიზანია, ლონდონში ჩამოვიდე, ცვლილების შოუ წარვადგინო და ჩემი მუსიკით ერთიანობა, მშვიდობა და სიყვარული გავავრცელო,” – აღნიშნა უესტმა.. „მადლობელი ვიქნები, თუ ებრაელთა საზოგადოების წევრებთან პირადად შეხვედრისა და მოსმენის შესაძლებლობა მომეცემა. ვიცი, რომ სიტყვები არ არის საკმარისი. მე ცვლილება ჩემი ქმედებით უნდა დავამტკიცო. თუ ამისთვის მზად ხართ, მე აქ ვარ.”

ცოტა ხნის წინ რეპერმა ბოდიში მოუხადა ებრაელთა და შავკანიანთა თემებს საკუთარი ქმედებებისთვის და აღნიშნული საქციელი ტვინის დაზიანებით ახსნა.

რეპერი 28 მარტს ალბომით Bully დაბრუნდა, რომელსაც ლოს-ანჯელესში ორი შოუ მოჰყვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

შემდეგი სტატია

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი