Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
Moby
Coachella / YouTube

30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსმენელის წინაშე ლაივ პერფორმანსით Moby წარდგება. არტისტის კონცერტი საქართველოში Flitz Collective-ის ორგანიზებით იმართება.

2026 წელი Moby-სთვის ახალი შემოქმედებითი ტალღის დასაწყისია – არტისტმა იანვარში ალბომი Future Quiet გამოუშვა და მასშტაბურ ევროპულ ტურნეს გეგმავს. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა ის საქართველოს.

თუმცა სანამ ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება, Moby-ს პერფორმანსს მსოფლიოს წამყვანი ფესტივალის სცენა დაეთმო. 10 აპრილს Coachella 2026 გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალი არა მხოლოდ მასშტაბებით, არამედ სიმბოლური მომენტებითაც იყო გამორჩეული, რომელთა შორის ერთ-ერთი Moby-ს პერფორმანსი აღმოჩნდა. ამერიკელმა არტისტმა პირველი შოუ 10 აპრილს, Mojave Tent-ის სცენაზე გამართა. მისი სეტი, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, უკვე შეფასდა, როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ნოსტალგიური მომენტი.

სცენაზე Moby-ს  ვოკალისტი ჯეიკობ ლასკი (Jacob Lusk) შეუერთდა. მათ მიერ შესრულებულმა Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ Moby-ს მუსიკის მოყვარულ მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სეტის განმავლობაში არტისტმა კლასიკად ქცეული ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand.

Moby-ს წლევანდელი გამოსვლა განსაკუთრებით სიმბოლური მისი და Coachella-ს კავშირის გამო იყო: არტისტისთვის ეს არის დაბრუნება იქ, სადაც თანამედროვე ფესტივალების ისტორია დაიწერა. Moby Coachella-ს ჰედლაინერი ჯერ კიდევ 1999 წელს იყო, როდესაც ფესტივალი პირველად ჩატარდა იმ სახით, როგორითაც დღეს ვიცნობთ. როცა 1999 წლის Coachella-ზე Moby გამოვიდა, მისი საკულტო ალბომი Play თვეების გამოცემული იყო. ეს ის ნამუშევარია, რომელმაც Moby მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, ამიტომაც მუსიკალური ინდუსტრია მისი შემოქმედებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. 

1999 წლის Coachella-ს პროგრამაში Moby-ს გვერდით ისეთი შემსრულებლები იყვნენ, როგორებიცაა: Beck, Rage Against the Machine, Tool და The Chemical Brothers.

Coachella-მ დებიუტის წელსვე მოახდინა საფესტივალო ინდუსტრიაში რევოლუცია და ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება Moby-ს პერსონას. იმ პერიოდში ფესტივალები როკ-მუსიკასთან ასოცირდებოდა. Moby კი ერთ-ერთი პიონერი იყო თავის ჟანრში, ვინც დაამტკიცა, რომ ელექტრონული მუსიკის არტისტს ცოცხალი პერფორმანსით შეეძლო ისეთივე მუხტის შექმნა, როგორიც დიდ როკბენდებს.

განსაკუთრებული მუხტი Coachella-ზე Moby-ს წლევანდელ გამოსვლასაც ახლდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ინდუსტრია ტრანსფორმირდა, Moby-მ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია თავისი მუსიკალური ფესვებიც შეინარჩუნოს და ამავდროულად ახალი თაობის მსმენელისთვის თავისი ექსპერიმენტული მიდგომით მუდამ აქტუალურ არტისტად დარჩეს.

Moby-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Wireless Festival-ის გაუქმების შემდეგ კანიე უესტს შესაძლოა საფრანგეთში გამოსვლაც აეკრძალოს

შემდეგი სტატია

მადონა Confessions on the Dance Floor 2-ის გამოსვლას აანონსებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი