Bedford Falls-მა ახალი კლიპი წარადგინა

24 აპრილს ჯგუფი Factory Tbilisi-ის სივრცეში კონცერტს გამართავს, რომელზეც ახალი ალბომის სიმღერები შესრულდება.
Bedford Falls – „კიდობანი“

ჯგუფმა Bedford Falls ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „კიდობანი“, რომელიც შესულია ბენდის ახალ ალბომში – Lazy Bones. ვიდეოს ფროდაქშენზე Stockton Records-მა იმუშავა, რეჟისორი კი გიორგი მეშველიანია (avi.musaifi). კლიპში მთავარ პერსონაჟს ახალგაზრდა მსახიობი ლაშა მებუკე ასრულებს.

Bedford Falls-მა ალბომი Lazy Bones 24 მარტს გამოსცა და ის 12 სიმღერას აერთიანებს. 24 აპრილს ჯგუფი Factory Tbilisi-ის სივრცეში კონცერტს გამართავს, რომელზეც ახალი ალბომის სიმღერები შესრულდება. 

Bedford Falls 2014 წელს შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექ-ვოკალი) და გიგო (ბასი). შექმნისთანავე ჯგუფმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა.

Bedford Falls – „კიდობანი“

ბენდის სახელწოდება შთაგონებულია ფრენკ კაპრას საკულტო ფილმით It’s a Wonderful Life, რომლის მოქმედებაც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ამ ქალაქის იდეა ჯგუფის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგან Bedford Falls არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2026

TBILISI OPEN AIR 2026 მე-15 საიუბილეო სეზონით ბრუნდება

შემდეგი სტატია

ნახეთ, თუ რატომ არ არის ნახსენები ჯენეტ ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი