TBILISI OPEN AIR 2026 მე-15 საიუბილეო სეზონით ბრუნდება

ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ბენდი Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა.
Tbilisi Open Air 2026
Tbilisi Open Air 2026

Tbilisi Open Air მსმენელს წელს მეთხუთმეტე სეზონით უბრუნდება. ფესტივალი 4-5 ივლისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ში გაიმართება. „მუსიკა ათავისუფლებს“ – ამ უცვლელი გზავნილით, Tbilisi Open Air მუსიკის მოყვარულებს კვლავ გააერთიანებს. 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი თიბისია. როგორც Altervision-ის გუნდი აღნიშნავს, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საიუბილეო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბითა და სიახლეებით აღინიშნება. წლევანდელი ფესტივალი ერთგვარი შეჯამებაა იმ გზის, რომელიც TOA-მ 2009 წლიდან დღემდე გაიარა. 

მთავარი სცენის წლევანდელი ლაინაფი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ბრიტანული შუგეიზის (Shoegaze) აღიარებული ბენდი Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა. მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან ბელგიური ტრიპ-ჰოპის ვარსკვლავები Hooverphonic, პოსტ-პანკ ბენდი Molchat Doma და მელანქოლიური ელექტრო-პოპის შემსრულებელი ჯეი-ჯეი იოჰანსონი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ექსკლუზიური ქართული პროექტი: Kordz & Security-ს პერფორმანსი გორის ქალთა გუნდთან და Mechanical Rainbow-სთან ერთად. ეს იქნება ექსკლუზიური პერფორმანსი, რომელიც მსმენელებისთვის ერთგვარ მუსიკალურ აღმოჩენად იქცევა. 

წლევანდელი პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან იუბილესა და დებიუტს აერთიანებს. ფესტივალის საკულტო  სცენა Zion Garden 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღის აღსანიშნად მსოფლიოში ცნობილ პროდიუსერს, Ace Ventura-ს დაეთმობა. ამავდროულად, TOA-ს მრავალფეროვან ოჯახს პირველად უერთდება MZESUMZIRA-ს სცენა, რომელიც თავისი ენერგიითა და ვიზუალური იდენტობით გამოირჩევა. აქ მსმენელს ისეთი არტისტები დახვდებიან, როგორებიც არიან Matias Aguayo და Fantastic Man b2b Tornado Wallace.

მუსიკალური პროგრამის მიღმა, Tbilisi Open Air 2026 სტუმრებს მულტიფუნქციურ გამოცდილებას სთავაზობს. მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ფესტივალზე მოეწყობა სპეციალური ზონა, სადაც გულშემატკივრები მერვედფინალურ მატჩებს დიდ ეკრანზე მიადევნებენ თვალს. გარდა ამისა, წელს ფესტივალს ემატება Supernatural Wine Festival-ის სივრცე, სადაც საუკეთესო ნატურალური ღვინოების აღმოჩენა და დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.

Tbilisi Open Air 2026-ის პროგრამას დეტალურად გაეცანით ბმულზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP ROCKY-ს თქმით, დედობის შემდეგ რიანა ძალიან შეიცვალა,  თუმცა მას ყოველთვის ჯადოსნური მომხიბვლელობა ჰქონდა

შემდეგი სტატია

Bedford Falls-მა ახალი კლიპი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი