ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი – „SITFY საქართველო”
რუსთაველის ეროვნული თეატრი

29 აპრილს თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი – „SITFY საქართველო” გაიხსნა. გახსნის ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.

„SITFY საქართველოს” გახსნის ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი საპატიო დაჯილდოება იყო. ფესტივალმა რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი ბელა ჭუმბურიძე დააჯილდოვა.

„ამ ჯილდოს მიღებას არ ველოდი და ძალიან ემოციური იყო. ჩემი ცხოვრების მთავარი ჯილდო უკვე ის არის, რომ რუსთაველის თეატრის კედლებში ვარ. ამ ყველაფერს თითქმის 45 წელია ვაკეთებ დიდი სიყვარულით და რაც დრო გადის, ეს გრძნობა უფრო ძლიერდება. ამ მუზეუმში რუსთაველის თეატრის საუკუნოვანი ისტორიაა შენახული. ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც აქ ინახება, ჩვენი ერის გენეტიკური მეხსიერებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუზეუმის იდეაა და ჩემი ვალიც ის არის, რომ ამ ადგილს ვემსახურო მთელი პასუხისმგებლობით. ეს მუზეუმი დიდ მემკვიდრეობაზე დგას – იმ ადამიანების თავდადებაზე, ვინც ეს ისტორია შემოინახეს. ია ქანთარია, რომელმაც შექმნა მუზეუმი, ესტატე ბერიაშვილი, რომელმაც შეინარჩუნა მისი საგანძური. მათ არანაირი ჯილდო არ მიუღიათ, მაგრამ ფასდაუდებელია მათი გაკეთებული საქმე. ია ქანთარია საბჭოთა რეჟიმის დროს თავის საქმიანობას შეეწირა კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანების ღვაწლზე დგას რუსთაველის მუზეუმი,” – აღნიშნა ბელა ჭუმბურიძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას.

რაც შეეხება „SITFY საქართველოს”, ფესტივალი 3 მაისს დასრულდება. ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მის ფარგლებში მაყურებელი იხილავს ორკაციან სპექტაკლებს – დუოდრამებს, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.

როგორც „SITFY საქართველოს” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, დუოდრამა თეატრალურ სამყაროში ერთგვარი ძიებაა:

„ორი ადამიანი, პატარა სივრცე და იმ უხილავი ნაპერწკლის მოლოდინი, რომელიც სცენაზე უნდა გაჩნდეს. ჩვენ ვხედავთ არტისტებს, რომლებიც არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, სცდიან ახალ ფორმებს და გვიყვებიან ისტორიებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებას ეხმიანება.”

გამარჯვებულების დაჯილდოება 3 მაისს, ფესტივალის დასკვნით დღეს, კვლავ რუსთაველის თეატრში შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როსალია The Ivors 2026-ზე წლის კომპოზიტორის ჯილდოს მიიღებს

შემდეგი სტატია

AUDREY NUNA, EJAE და REI AMI - HUNTR/X Billboard

HUNTR/X-ის წევრებმა:  Ejae-მ, Rei Ami-მ და Audrey Nuna-მ  2026 წლის Billboard Women In Music-ზე „წლის ქალის“ ჯილდო მიიღეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი