დრეიკის „როლექსი” 500 000 დოლარად გაიყიდა

ძვირადღირებული საათი რეპერს ალბომ Take Care-ის ყდაზე და Marvin’s Room-ის ვიდეოკლიპში უკეთია.
დრეიკი
PHOTO BY CARMEN MANDATO/GETTY IMAGES

დრეიკის ერთ-ერთი ფანი ახლა მუსიკოსის ძვირადღირებულ ნივთს ფლობს – რეპერის „როლექსი” რომელიც მას 2011 წლის ალბომის, Take Care-ის ყდაზე უკეთია, გავრცელებული ინფორმაციით, ექვსნიშნა თანხად გაიყიდა. 

WatchPro-ს მიხედვით, Wind Vintage-მა დრეიკის Rolex GMT Master II  500 000 დოლარად გაყიდა, რაც 400 000 დოლარით აღემატება მის საბაზრო ფასს. 

ოქროს „როლექსს”, რომელსაც რეპერი ატარებდა, უკანა მხარეს ამოტვიფრტული ჰქონდა მუსიკოსის ბრენდის, OVO-ს სიმბოლო ბუ. Take Care-ის ყდის გარდა, საათი გამოჩნდა Marvin’s Room-ის ვიდეოკლიპში.

Marvin’s Room ალბომის გამხსნელი სინგლია, რომელიც Billboard Hot 100-ის 21-ე ადგილზე გავიდა. თავად Take Care 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ლიდერი გახდა. დრეიკის მეორე ალბომმა 31-ე პოზიცია დაიკავა „ბილბორდის” ყველა დროის 100 უდიდეს რეპალბომში.

„პირადად მე, არასდროს მინახავს საკოლექციო საათების ბაზარი ისეთი აქტიური, როგორიც დღესაა,” – თქვა Wind Vintage-ის წარმომადგენელმა. „ტემპი, რომლითაც ამ საათებს ვყიდით – ხშირად ეს მათი განთავსებიდან სულ რამდენიმე წუთია – წარმოუდგენელია. ამასთანავე, მყიდველთა ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანი და კარგად ინფორმირებულია, ამიტომ ის არ არის შეზღუდული კონკრეტული და ვიწრო წრით, რაც ბაზარს მყიფესა და სარისკოს გახდიდა.”

კარიერის განმავლობაში დრეიკს თავის სიმღერებში არაერთხელ უხსენებია „როლექსი” და სხვა ძვირადღირებული საათები. საინტერესოა, ახსენებს თუ არა რეპერი საყვარელ საათებს მომავალ ალბომში Iceman, რომელიც 15 მაისს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

შემდეგი სტატია

Hot Chocolate-ის ბასისტი და You Sexy Thing-ის ავტორი ტონი უილსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი