Hot Chocolate-ის ბასისტი და You Sexy Thing-ის ავტორი ტონი უილსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

უილსონი ბრიტანული სოულბენდის თანადამფუძნებელი იყო.
ჯგუფი Hot Chocolate
MICHAEL PUTLAND/GETTY IMAGES

ტონი უილსონი, 1970-იანი წლების ბრიტანული ფანკ- სოულჯგუფის, Hot Chocolate-ის თანადამფუძნებელი და ბასისტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი ცნობილია 70-იანი წლების ისეთი საკულტო ჰიტების შექმნით, როგორებიცაა You Sexy Thing და Emma. მუსიკოსი 24 აპრილს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. 

ინფორმაცია უილსონის ქალიშვილმა ფეისბუქ პოსტით დაადასტურა. „მან ძალიან ბევრი მუსიკა დატოვა… სამუდამოდ. მადლობელი ვარ, რომ 17 რიცხვში, ჩვენი საუბრის დროს, მან უფალი შეიცნო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ლოცვა ითხოვა და თქვა, რომ მიდიოდა. სიმშვიდე, რომელიც მე მაქვს, მოდის იმის ცოდნიდან, რომ მისი სული გათავისუფლდა. ის ახლა სიმშვიდეშია და ეს სიმშვიდე მაქვს მეც. ღმერთს მადლობას ვწირავ. მიმოიხედეთ… ჩვენ არაფერი მიგვაქვს თან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ჩვენს არჩევანში. საბოლოოდ კი რჩება კითხვა – სად გავატარებთ მარადისობას?”

მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი ვაჟი, დენი უილსონიც: „სიტყვები ვერ ასახავს იმ აღტაცებას, რაც მის მიმართ მაქვს, როგორც ადამიანის. ასევე იმ თავდადებისადმი, რომლითაც ცდილობდა, საკუთარი სიმღერების ხალხამდე მიტანის ოცნება აეხდინა. ეს მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როცა დედამ მისი ძველი, 1970-1971 წლების დღიურები იპოვა. მაშინ მივხვდი, თუ რამდენად ბევრს შრომობდა, რომ ეს ოცნება აეხდინა.”

ენთონი უილსონი 1936 წელს დაიბადა და ჯერ კიდევ თინეიჯერობიდან მოყოლებული არაერთ ბენდში გამოდიოდა, სანამ ბრიტანული პოპისა და ფოლკის ისეთი შემსრულებლების ჰიტების ავტორი არ გახდა, როგორებიც იყვნენ Herman’s Hermits (Bet Yer Life I Do), ჯული ფელიქსი (Heaven Is Here) და მერი ჰოპკინი (Think About Your Children).

მისი ცხოვრება 1960-იან წლებში შეიცვალა, როცა ის ბრიტანელ-იამაიკელ ავტორ-შემსრულებელ ეროლ ბრაუნს შეხვდა, ვისთან ერთადაც 1968 წელს Hot Chocolate დააარსა. ჯგუფი პირველი შავკანიანი ბრიტანული ბენდი იყო, რომელმაც აშშ-ში დიდ წარმატებას მიაღწია.

უილსონს ყველაზე დიდი ცნობადობა მოუტანა ბენდის 1975 წლის ჰიტმა You Sexy Thing – მათი მეორე ალბომიდან Hot Chocolate. სიმღერა Billboard Hot 100-ის მესამე ადგიზლე გავიდა, დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში კი – მეორეზე, რადგან პირველ ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, Queen-ის Bohemian Rhapsody იკავებდა. 

დეკადების შემდეგ სიმღერამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, როცა ის გამოიყენეს 1997 წლის ფილმში The Full Monty. ჰიტი ასევე გაჟღერდა სხვა ფილმებშიც, მათ შორის იყო: Boogie Nights, Deuce Bigalow: Male Gigolo და კვენტინ ტარანტინოს Reservoir Dogs.

Hot Chocolate დიდი ბრიტანეთის პირველი ბენდია, რომელსაც 15 წლის განმავლობაში, 1970 წლიდან 1984 წლამდე, ყოველწლიურად ჰქონდა ჩარტში შემავალი ჰიტი.

You Sexy Thing-ის წარმატების შემდეგ უილსონმა ბენდი დატოვა და სოლო კარიერას დაიწყო. გამოსცა სამი ალბომი, თუმცა არცერთ მათგანს არ ხვდა ისეთი წარმატება, როგორიც მუსიკოსს ჯგუფთან ერთად ჰქონდა მიღწეული. 

მაშინ, როცა ბრაუნი Hot Chocolate-ის სხვადასხვა შემადგენლობით ჩარტებში წარმატებას განაგრძობდა, უილსონმა მუსიკის გამოცემა შეწყვიტა. თუმცა 1979 წელს მან მაინც შექმნა სიმღერა Everyone Can Rock and Roll ლეგენდარული როკჯგუფის, Bill Haley and the Comets-ის იმავე სახელწოდების ბოლო ალბომისთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკის „როლექსი” 500 000 დოლარად გაიყიდა

შემდეგი სტატია

ნორს უესტმა სადებიუტო EP, სახელწოდებით N0rth4evr გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი