ნორს უესტმა სადებიუტო EP, სახელწოდებით N0rth4evr გამოუშვა

მინი ალბომის პროდიუსერი თავად ნორსია.
North West
LILY LAURIA

კანიე უესტის და კიმ კარდაშიანის 12 წლის შვილმა, ნორს უესტმა 1-ელ მაისს სადებიუტო EP, სახელწოდებით N0rth4evr გამოუშვა, რომელიც ექვს ტრეკს მოიცავს.

მინი ალბომის პროდიუსერი თავად ნორსია. ნამუშევარი პანკ-როკისა და მძაფრი, ე.წ. „rage rap“-ის ელემენტებს აერთიანებს. ჩანაწერში ასევე იგრძნობა Playboi Carti-ს Whole Lotta Red-ის გავლენა. ნამუშევრის მოსმენისას მარტივი მისახვედრია ისიც, თუ რატომ არის ნორსი ამერიკელი რეპერი ქალის, მოლი სანტანას ასეთი დიდი ფანი. EP-ის პირველ კომპოზიციაში, სახელწოდებით H0w Sh0uld ! F33l – გამოყენებულია Meg & Dia-ს 2006 წლის ჰიტის, Monster-ის სემპლი. ტრეკში W0ah კი 12 წლის შემსრულებელი პოპულარობაზე გვიყვება. ის აღნიშნავს, რომ „ავტოგრაფებს ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან არიგებს“ და რომ ამ სამყაროში ის ვარსკვლავად დაიბადა. 

მუსიკალურ ინდუსტრიაში ნორსმა ძალები მანამდეც მოსინჯა. ის Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პროექტ Vultures-ში გამოჩნდა. ასევე მონაწილეობა მიიღო FKA twigs-ის ალბომში EUSEXUA.  თებერვალში ნორს უესტმა გამოუშვა სინგლი Piercing on My Hand, რომელიც საბოლოოდ ამ EP-ში არ მოხვდა.

იანვარში მან მამასთან კოლაბორაციაც დააანონსა და იმავე თვეში მეხიკოში გამართულ კონცერტზეც გამოჩნდა. მარტში ნორსმა საკუთარი ბიტიც წარადგინა, სადაც Ye-ს ცნობილი სიმღერის, Coldest Winter-ის სემპლი გამოიყენა.

აპრილში 12 წლის არტისტი ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე გამართულ უესტის შოუებზეც გამოვიდა. 12 ივნისს კი მისი საფესტივალო დებიუტი შედგება – ის ჩიკაგოში, Summer Smash-ზე წარდგება.

მოუსმინეთ ნორს უესტის EP-ის – N0rth4evr.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Hot Chocolate-ის ბასისტი და You Sexy Thing-ის ავტორი ტონი უილსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„ეშმაკს აცვია პრადა 2” სადებიუტო სალარო შემოსავლებით პირველ ადგილზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი