გრეისი აბრამსი ახალ სიმღერას – Hit the Wall-ს აანონსებს

მომღერალი 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე Secret of Us Tour-ში იმყოფებოდა.
გრეისი აბრამსი
EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES

მალე გრეისი აბრამსი ახალ სიმღერას, სახელწოდებით Hit the Wall-ს გამოუშვებს. როგორც მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დააანონსა, ტრეკის რელიზი 14 მაისს იგეგმება.

„ჩემი ახალი სიმღერა ყველგან ხელმისაწვდომი იქნება 14 მაისს. ის მთელი არსებით მიყვარს,” – დაწერა მომღერალმა.

სიახლეს თან ახლავს სინგლის გარეკანიც, რომელზეც მომღერალი ცეცხლის ალის წინ დგას. 

სიმღერის დამაანონსებელი პოსტის აღწერას აბრამსმა ინიციალები – „DFH“ დაურთო. ვარაუდობენ, რომ „DFH“ აბრამსის მომავალი ალბომის აბრევიატურაა, რომელიც მისი რიგით მესამე სრული სტუდიური ნამუშევარი იქნება. მისი სადებიუტო ალბომი Good Riddance 2023 წელს გამოვიდა, რასაც 2024 წელს მეორე ალბომი – The Secret of Us მოჰყვა. სწორედ ამ უკანასკნელით აბრამსმა პირველად დაიკავა ადგილი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში და რეიტინგში მე-2 პოზიციაზე იმყოფებოდა.

გასულ თვეში აბრამსმა რამდენიმე თიზერიც გაავრცელა. მან გამოაქვეყნა ვიდეოს ფრაგმენტი,  რომელიც ზუსტად იმ მომენტში წყდებოდა, როდესაც მომღერლის ვოკალი უნდა დაწყებულიყო. აბრამსმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოები სტუდიიდან, სადაც ის პროდიუსერ აარონ დესნერთან ერთად არის, ასევე გავრცელდა ჟურნალის სურათები, რომელსაც ინიციალები – „DFH“ და ციფრი „3“ ეწერა.

„მე და აარონი ერთმანეთს ამ დატვირთულ გრაფიკებს შორის მცირე თავისუფალ დროს ვუთმობთ. ყოველდღე, როცა ამ მუსიკით ვცხოვრობ, ყველაფერი უფრო ნათელი ხდება. ჩვენ მივაგენით რაღაცას, რაც ორივეს ენერგიით გვავსებს,” – აღნიშნა მომღერალმა გასულ წელს Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე Secret of Us Tour-ში იმყოფებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

შემდეგი სტატია

Starring Georgia მორიგ ახალ ამბავზე მიგვანიშნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი