Starring Georgia მორიგ ახალ ამბავზე მიგვანიშნებს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, წარწერით: „მოემზადე ახალი ისტორიის დასაწერად.”

Starring Georgia გამომწერებს მორიგ ახალ ამბავზე მიანიშნებს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, წარწერით: „მოემზადე ახალი ისტორიის დასაწერად.” ვიდეო პროექტის ფარგლებში საქართველოში გამართული კონცერტების ფოტოებს აერთიანებს, ფონად კი ისმის Scorpions-ის სოლისტის, კლაუს მაინეს ხმა: „საქართველო, მზად ხართ როკისთვის?”

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება, თუმცა აშკარაა, რომ მალე Starring Georgia-სგან მორიგ სიახლეს უნდა ველოდოთ. როგორც კომენტარებიდან ჩანს, გამომწერები ვიდეოს ახალი არტისტის ჩამოსვლას უკავშირებენ და საკუთარ ვერსიებსაც ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში 2023 წლიდან საქართველოში კონცერტები გამართეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: Imagine Dragons, ბრუნო მარსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, Scorpions და სხვ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გრეისი აბრამსი ახალ სიმღერას – Hit the Wall-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

ბიონსე Met Gala-ზე ათი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი