საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
საბრინა კარპენტერი 2026 წლის Met Gala-ზე. 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი.
Mike Coppola/Getty Images

საბრინა კარპენტერი 2026 წლის Met Gala-ს ექსკლუზიურად მისთვის შეკერილი Dior-ის სამოსით ეწვია, რომელიც ჯონათან ანდერსონმა უჩვეულო მასალისგან – კინოფირისგან შექმნა.

„ეს ყველაფერი ფირისგანაა დამზადებული და ეს ჩემი ოცნება იყო. ჯონათან ანდერსონი ნამდვილი გენიოსია,” –  თქვა კარპენტერმა Vogue-ის წითელი ხალიჩის წამყვანთან, ლა ლა ენტონისთან ინტერვიუში. კარპენტერმა აღნიშნა, რომ ანდერსონმა და Dior-ის გუნდმა იმუშავეს მის ყველა კოსტიუმზე, რომლითაც ის Coachella-ს სცენაზე გამოჩნდა, შემდეგ კი ამ კაბის შექმნას შეუდგნენ“. ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“ (Sabrina), რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.

მას შემდეგ, რაც საბრინა კარპენტერმა იმიჯის კონცეფციაზე ისაუბრა, ენტონიმ მას Coachella-ს ჰედლაინერობის შესახებაც ჰკითხა.

„არ ვიცი, ცოტა დავიბენი კიდეც. მერე უბრალოდ გამოვედი, მერე კი უკვე მანქანით სახლში ვბრუნდებოდი. სულ ეს იყო. ეს სამუდამოდ მემახსოვრება,” – თქვა კარპენტერმა.

საბრინა კარპენტერმა მუსიკისა და მოდის გადაკვეთაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ იმიჯზე ექსპერიმენტების ჩატარებით დიდ სიამოვნებას იღებს.

„ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ: რაც უფრო სიგიჟეს იზამ, მით უკეთესი. რაც მეტ რისკზე მიდიხარ, მით უფრო დიდია შედეგი,” – თქვა მომღერალმა.

ინტერვიუს ბოლოს კარპენტერმა ისიც აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად გალაზე მყოფი მეგობრების ნახვას, წლევანდელ პერფორმანსებსა და კოსტიუმების გამოფენას ელოდება.

წელს საბრინა კარპენტერი Met Gala-ზე მხოლოდ სტუმარი არ იყო, ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის სტატუსსაც ატარებდა. მასთან ერთად ამ კომიტეტში ასევე იყვნენ Doja Cat, LISA, სემ სმითი, ტეიანა ტეილორი და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Met Gala-ზე Bad Bunny ხანდაზმულ ადამიანად გარდაისახა

შემდეგი სტატია

მადონას მისტიკური იმიჯი „მეტ გალაზე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი