Met Gala-ზე Bad Bunny ხანდაზმულ ადამიანად გარდაისახა

ხელჯოხმა, თეთრმა თმამ და გრიმმა ის ხანშიშესულ ადამიანად აქცია.
Bad Bunny 2026 წლის Met Gala-ზე. 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი.
GILBERT FLORES/VARIETY

Bad Bunny-სთვის წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი იმიჯის მორგება უცხო არ არის, თუმცა 2026 წლის Met Gala-ზე, ლათინოამერიკელმა სუპერვარსკვლავმა კვლავ შეძლო ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. არტისტი მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული მიღებისთვის სრულად გარდაისახა – ხელჯოხმა, თეთრმა თმამ და გრიმმა ის ხანშიშესულ ადამიანად აქცია. თმისა და გრიმის გარდა, მისმა სხეულის ენამაც სრულყოფილად განასახიერა ხანდაზმული ადამიანის პერსონაჟი.

Vogue-ის წითელი ხალიჩის თანაწამყვანმა, ლა ლა ენტონიმ Bad Bunny-ს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებს ყოველი წლის Met Gala-ზე, რომ მოლოდინებს გადააჭარბოს. „ვცდილობ, ყოველთვის რაღაც განსხვავებული გავაკეთო. Met Gala სწორედ ის დღეა, როდესაც შეგიძლია ექსპერიმენტი ჩაატარო, იყო კრეატიული და საკუთარი თავი სხვანაირად გამოხატო“.

კითხვაზე, თუ რამდენი ხანი დასჭირდა ამ იმიჯის შექმნას, Bad Bunny-მ ენტონისთან იხუმრა: „ზუსტად 53 წელი. დრო კი წაიღო, მაგრამ ნამდვილად ღირდა. იმედია, კარგად გამოვიყურები.”

2026 წლის Met Gala-ს თემის სახელწოდება იყო – „მოდა ხელოვნებაა“ (Fashion Is Art). Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდნენ Maluma, მადონა, ბიონსე, რომელიც წლევანდელი გალას თანამასპინძელია. ასევე ხალიჩაზე წარდგნენ Charli xcx, სემ სმითი, Doja Cat, საბრინა კარპენტერი და BLACKPINK-ის ოთხივე წევრი – ჯისუ, ჯენი, ლისა და როზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე Met Gala-ზე ათი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი