ქულიოს Gangsta’s Paradise-ის ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ეს რეპერის პირველი ვიდეოა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.
ქულიო – Gangsta’s Paradise

ქულიოს 1995 წლის ჰიტმა Gangsta’s Paradise იუთუბზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ვიდეოს რეჟისორია ანტუან ფუკა, რომელიც ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმით „მაიკლი”. ეს რეპერის პირველი კლიპია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

Gangsta’s Paradise გამოყენებულია 1995 წლის ფილმში Dangerous Minds. სიმღერა ქულიოს ამავე სახელწოდების მეორე ალბომის მთავარი და ჩარტებში მისი ყველაზე წარმატებული სინგლია. ის სამი კვირა ლიდერობდა Billboard Hot 100-ში. ალბომმა კი 62 კვირა გაატარა Billboard 200-ში.

1995 წელს Gangsta’s Paradise ლიდერობდა Hot 100-ის წლის შემაჯამებელ ჩარტშიც. 1996 წელს კი სიმღერამ ქულიოს პირველი და ერთადერთი გრემი მოუტანა, ასევე MTV VMA-ს ორი ჯილდო და Billboard Music Award. 2023 წელს „ბილბორდმა” ის ყველა დროის 500 საუკეთესო პოპსიმღერაში შეიყვანა.

1996 წელს სიმღერამ ახალი სიცოცხლე შეიძინა მას შემდგე, რაც „უცნაურმა ელ” იანკოვიჩმა მისი პაროდია Amish Paradise გააკეთა, რომელსაც იუთუბსა და სპოტიფაიზე მილიონობით სტრიმი აქვს. სიმღერა ასევე შესრულებული აქვთ Maneskin-ს, ბრიტანი სნოუსა და Falling in Reverse-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

ახალმა ქართულმა ლეიბლმა – ONEONEWORLD-მა  მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით TAIFUN წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი