ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო
(Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის სიმღერა I Do It For You Youtube-ზე მილიარდი ნახვის ნიშნულს გასცდა. ეს 1991 წელს დაწერილი ბალადაა, რომელიც Robin Hood: Prince of Thieves-ის საუნდტრეკი იყო, მთავარ როლს კი კევინ კოსტნერი ასრულებდა.

სიმღერა I Do It For You გამოსვლის შემდეგ ჰიტად იქცა, წარმატებული იყო ფილმიც. ეს არის ბრაიან ადამსის ოთხი სიმღერიდან ერთ-ერთი, რომელმაც Billboard Hot 100-ში პირველი ადგილი დაიკავა და ჩარტში შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

სინგლს ბრიტანეთში ზღაპრული წარმატება მოჰყვა. სიმღერა ისტორიული 16 კვირის განმავლობაში ზედიზედ იკავებდა პირველ ადგილს. OCC-ის ისტორიაში არც ერთ სხვა სიმღერას არ ჰქონია პირველ პოზიციაზე ამაზე უფრო ხანგრძლივი უწყვეტი ლიდერობა.

ეს სიმღერა ბრაიან ადამსის ალბომის, Waking Up the Neighbours-ის მთავარი ჰიტია. თავად ალბომმა კი პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანეთისა და ავსტრალიის (ARIA) ჩარტებში, ხოლო Billboard 200-ში მე-6 პოზიციას მიაღწია.

სათავგადასავლო ფილმი, რომლისთვისაც ეს საუნდტრეკი დაიწერა, ნამდვილი ბლოკბასტერი აღმოჩნდა. 390 მილიონი დოლარის შემოსავლით მან წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს, Terminator 2: Judgment Day-ს ჩამორჩა (520 მილიონი დოლარი). მან გაყიდვებით მნიშვნელოვნად აჯობა კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ფილმს „რობინ ჰუდი“ (პატრიკ ბერგინის მონაწილეობით), რომელიც იმავე, 1991 წელს გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაიან ადამსი YouTube-ის „მილიარდ ნახვათა კლუბში“ პირველად 1993 წელს გამოშვებული ბალადით, Please Forgive Me-ით მოხვდა.

(Everything I Do) I Do It For You ბრაიან ადამსის, რობერტ ლანჟისა და მაიკლ კამენის მიერ არის დაწერილი. მისი ოფიციალური შავ-თეთრი ვიდეოკლიპი კი მაიამიშია გადაღებული, რომლის რეჟისორიც ენდი მორაჰანია. 

ნახეთ ბრაიან ადამისის კლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობი კუხიანიძე – ამბავი, სახელად Outsider

შემდეგი სტატია

ქულიოს Gangsta’s Paradise-ის ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი