არიანა გრანდე თავისი მომავალი ალბომის – Petal-ის წამყვან სინგლს აანონსებს

Hate That I Made You Love Me 29 მაისს გამოვა.
არიანა გრანდე
COURTESY OF REPUBLIC RECORDS

არიანა გრანდე თავისი ახალი ალბომისთვის, Petal-ისთვის ემზადება. პოპვარსკვლავმა 8 მაისს დააანონსა, რომ მისი მე-8 სტუდიური ალბომის მთავარ სინგლს, სახელწოდებით Hate That I Made You Love Me, რამდენიმე კვირაში გამოსცემს. 

მომღერალმა ინსტაგრამზე სიმღერის გარეკანი გამოაქვეყნა. შავ-თეთრ ფოტოში გრანდეს სახის ახლო კადრი ჩანს, რაც ძალიან ჰგავს თავად ალბომის, Petal-ის ვიზუალს. გრანდეს მერ გაზიარებულ პოსტს თან ახლავს წარწერა: „Hate That I Made You Love Me… ჩემი პირველი სინგლი ალბომიდან – Petal.”

არიანამ აღნიშნა, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი რჩეული სიმღერა მათ შორის, რაც კი ოდესმე დაუწერია. მან ასევე გაამხილა, რომ სიმღერის თანაპროდიუსერები მაქს მარტინი და ILYA არიან, რომლებსაც  მომღერალმა „მსოფლიოში საუკეთესო კოლაბორატორები და უძვირფასესი ადამიანები“ უწოდა.

„უბრალოდ ვეღარ ვითმენ, სანამ ეს სიმღერა თქვენი გახდება,” – დაწერა ვარსკვლავმა.

სიმღერა 29 მაისს გამოვა, Petal-ის გამოცემა კი ივლისის ბოლოს არის დაგეგმილი. ეს პროექტი 2024 წლის ალბომის, Eternal Sunshine-ის გაგრძელებაა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მასში ჩარტების პირველი ადგილის მფლობელი ორი ჰიტი – Yes, And? და We Can’t Be Friends (Wait for Your Love) არის შესული.

Hate That I Made You Love Me-ს დაანონსებამდე ერთი დღით ადრე გრანდემ ფანებს ალბომის თემატიკაზეც გაუზიარა დეტალები და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავის გუნდთან ერთად ახალ ნამუშევარს განიხილავს. „ეს ალბომი ნამდვილად იმ ემოციებს გამოხატავს, რომელთა გამოაშკარავებაც აქამდე მერიდებოდა, ან მიჭირდა,” – აღნიშნა არიანა გრანდემ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

შემდეგი სტატია

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი