გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
დუა ლიპა
Getty Images

8 მაისს დუა ლიპამ Samsung-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც 15 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. მომღერალი აცხადებს, რომ კომპანია ტელევიზორების გასაყიდად, მისი ნებართვისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, მუდმივად იყენებდა მის გამოსახულებასა და ვიზუალურ იდენტობას.

საჩივრის მიხედვით, კომპანიამ 2025-2026 წლებში საცალო გაყიდვაში არსებული ტელევიზორების ყუთებზე  უნებართვოდ განათავსა დუა ლიპას ფოტო, რომლის საავტორო უფლებებსაც თავად მომღერალი ფლობს. სარჩელში ფიგურირებს საავტორო უფლებების დარღვევა, სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება და დუა ლიპას პირადი იდენტობის გამოყენების უფლების დარღვევა.

იურიდიულმა ფირმა Mitchell Silberberg & Knupp LLP-მა სამოქალაქო სარჩელი კალიფორნიის ცენტრალური ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. დოკუმენტების მიხედვით, დუა ლიპამ Samsung-ის მიერ მისი ფოტოს გამოყენების შესახებ 2025 წლის ივნისში შეიტყო და კომპანიას მაშინვე მიმართა ქმედების შეწყვეტის მოთხოვნით. 

 „Samsung-მა უარი თქვა დუა ლიპას მოთხოვნის შესრულებაზე. კომპანიის პასუხი იყო გულგრილი, ხოლო აღნიშნული პროდუქცია დღემდე რჩება ბაზარზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება, რაც უფლებების განზრახ დარღვევაა,” – ნათქვამია მომღერლის იურიდიული წარმომადგენლების განცხადებაში. 

ადვოკატების თქმით, ამ სასამართლო დავით დუა ლიპა ცდილობს, აღკვეთოს Samsung-ის ქმედებები და მიიღოს კომპენსაცია მისი ინტელექტუალური და პირადი იდენტობის გამოყენებისთვის.  

სასამართლო დოკუმენტებში წარმოდგენილია Samsung-ის ტელევიზორის ყუთზე დატანილი დუა ლიპას ფოტო. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ფოტო რეგისტრირებულია არტისტის სახელზე და საავტორო უფლებებს მხოლოდ ის ფლობს. სურათი გადაღებულია 2024 წელს, ფესტივალ Austin City Limits-ის კულისებში.

სარჩელში ასევე დევს დუა ლიპას ფანების მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებული ფოტოები. ერთ-ერთი ფანის პოსტში ვკითხულობთ: „ტელევიზორის ყიდვას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ყუთს რომ შევხედე, გადავწყვიტე შემეძინა“.

სარჩელში ხაზგასმულია დუა ლიპას კომერციული წარმატება და ის ფაქტი, რომ ის სოლიდურ შემოსავალს იღებს საკუთარი გამოსახულების გამოყენების უფლების გაცემით ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან: Puma, Versace, Yves Saint Laurent, Porsche, Apple, Chanel, Tiffany & Co., 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, Bvlgari და Nespresso.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდე თავისი მომავალი ალბომის – Petal-ის წამყვან სინგლს აანონსებს

შემდეგი სტატია

რინგო სტარი Henry Diltz

რინგო სტარის Long Long Road ალბომების გაყიდვების ჩარტის საუკეთესო ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი