რინგო სტარის Long Long Road ალბომების გაყიდვების ჩარტის საუკეთესო ათეულშია

ახალი ნამუშევარი ასევე მოხვდა შემდეგ ჩარტებში: Top Country Albums, Americana/Folk Albums, Indie Store Album Sales და Vinyl Albums.
რინგო სტარი Henry Diltz
რინგო სტარი
Henry Diltz

რინგო სტარის ახალი ალბომი Long Long Road Billboard-ის ხუთ ჩარტში მოხვდა, მათ შორის Top Album Sales-ში მე-9 ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ასევე შევიდა Indie Store Album Sales-ში (მე-11 ადგილი), Americana/Folk Albums-ში (მე-15 ადგილი), Vinyl Albums-ში (მე-15 ადგილი) და Top Country Albums-ში (მე-40 ადგილი).

ახალი ნამუშევარი Long Long Road რინგო სტარისთვის რიგით მეორე ალბომია, რომელიც Top Album Sales-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა (1991 წლიდან დღემდე). ამავდროულად, ეს არის მუსიკოსის მესამე პროექტი, რომელიც Top Country Albums-ის საუკეთესო ორმოცეულში შევიდა, მანამდე კი ეს წარმატება წილად ხვდათ ალბომებს: Look Up (N27, 2025 წ.) და Beaucoup of Blues (N35, 1970 წ.). 

რინგო სტარის ახალი ნამუშევარი მუსიკოსის კარიერაში რიგით 22-ე სოლო ალბომია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ლეგენდარული არტისტის თანაავტორ და პროდიუსერ  T Bone Burnett-თან ერთად შექმნილი მეორე პროექტი.

ახალი ალბომი ცნობილ არტისტებთან კოლაბორაციით გამოირჩევა, მათ შორის არიან: შერილ ქროუ, სარა ჯაროში, ბილი სტრინგსი, მოლი ტატლი და St. Vincent.

ახალი რელიზის პარალელურად, რინგო სტარი კონცერტებსაც აანონსებს. არტისტი თავის ცნობილ All Starr Band-თან ერთად ტურნეს 28 მაისს იწყებს, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ტემეკულაში აიღებს სტარტს. ტურნე ორ კვირას გასტანს და 14 ივნისს ლოს-ანჯელესის საკულტო სივრცეში,  Greek Theatre-ში დასრულდება. 

Long Long Road ერთ-ერთია იმ შვიდ ალბომს შორის, რომლებიც ამ კვირაში Top Album Sales ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდნენ.

უახლესი მონაცემებით, სიას სათავეში Noah Kahan-ის ალბომი The Great Divide უდგას (ეს მისი პირველი ლიდერობაა), მეორე პოზიციაზე Kehlani-ს სახელობითი ალბომია, ხოლო მესამეზე Foo Fighters-ის Your Favorite Toy. BTS-ის ყოფილი ნომერ პირველი ალბომი ARIRANG მესამედან მეოთხე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეხუთე პოზიციაზე Jason Aldean-ის ნამუშევარი Songs About Us გამოჩნდა. 

TOMORROW X TOGETHER-ის ალბომი 7TH YEAR: A Moment of Stillness in the Thorns, მეორე კვირაში პირველიდან მეექვსე ადგილზე პოზიციონირებს,  რაც შეეხება მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს Thriller, კინოთეატრებში ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის გამოსვლის შემდეგ მან 48-დან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო Noah Kahan-ის Stick Season ტოპ ათეულში მეათე ადგილზეა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

შემდეგი სტატია

Tsneva – ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმა, რომელიც მუსიკას და ურბანულ გარემოს აერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი