მარიამ სამუშიასთან კოლაბორაციით, პლატფორმა HOLAFILM-მა მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ვიდეო, რომლის ავტორიც მარიკა ეჯიბიაა, HOLAFILM-ის ახალი პროექტის პირველი ნამუშევარია.
მარიამ სამუშია
HOLAFILM

პლატფორმა HOLAFILM-მა მარიამ სამუშიასთან კოლაბორაციით მუსიკალური ვიდეო წარადგინა, სახელწოდებით „მწვანე კონცხი”. ვიდეო, რომლის ავტორიც მარიკა ეჯიბიაა, HOLAFILM-ის ახალი პროექტის პირველი ნამუშევარია. პროექტი თავისი კონცეფციით მუსიკალურ ვიდეოებსა და ცოცხალ სესიებს გააერთიანებს, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა არტისტი მიიღებს.

„მწვანე კონცხი” მელოდიურადაც და ტექსტითაც მაგიური განწყობის მატარებელი ნამუშევარია. როგორც მარიამ სამუშია და HOLAFILM-ის დამფუძნებელი მარიკა ეჯიბია ამბობენ, კადრში აწყობილი ყველა დეკორაცია ხელით არის შექმნილი, მათ შორის ნავი, მოძრავი ტალღები, მუყაოს ცა და ა.შ. კოსტიუმი, რომელიც გადაღების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, გიორგი ქებურიას კოლექციიდან არის და ის დიზაინერმა პროექტს უსასყიდლოდ გადასცა.

რაც შეეხება მარიამ სამუშიას, ის ჯგუფ „კოლექტივის” წევრია. არტისტის თქმით, ბენდს ბევრი გეგმა აქვს.

„მალე გამოქვეყნდება ჩვენი ახალი სიმღერა, რომლის ვიზუალიც ანიმატორმა თათა მანაგაძემ შექმნა. 31 მაისს ასევე გვექნება კონცერტი – ვაშლის ბაღების ფესტივალზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის ვიმღერებთ,” – აღნიშნავს მარიამ სამუშია Billboard Georgia-სთან საუბრისას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია Mauricio Santana/Getty Images

ჯესი ჯეის თქმით, მან მკერდის კიბო დაამარცხა

შემდეგი სტატია

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი