ჯესი ჯეის თქმით, მან მკერდის კიბო დაამარცხა

მომღერალმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც საავადმყოფოს პალატაშია ჩაწერილი.
ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია Mauricio Santana/Getty Images
ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია
Mauricio Santana/Getty Images

ჯესი ჯეიმ მკერდის კიბოსთან ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის შემდეგ, გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა. 21 მაისს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მომღერალმა გაამხილა, რომ საავადმყოფოში ჩატარებული ბოლო გამოკვლევის შემდეგ, მის ორგანიზმში კიბოს უჯრედები აღარ არის.

2025 წლის ივნისში, ალბომის – Don’t Tease Me with a Good Time-ის კამპანიის მიმდინარეობისას, ჯესიმ გამოაცხადა, რომ მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მალევე მასტექტომია ჩაიტარა.

უახლეს პოსტში კი მომღერალი ემოციებს ვერ მალავდა. საავადმყოფოს პალატაში ჩაწერილი ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „პასუხები  მოვიდა და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ! საათობით ვტიროდი და ერთი წლის განმავლობაში პირველად ამოვისუნთქე მშვიდად.“

მომღერალმა კოლეგებისგან უამრავი თბილი სიტყვა მიიღო. მუსიკალური უნდუსტრიის წარმომადგენლები მას უწერდნენ, რომ ძალიან ძლიერია და ეს ამბავი მათთვისაც სასიხარულოა. 

გასულ წელს, დიაგნოზის გასაჯაროებიდან მალევე, ჯესიმ  შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ტურნეს – No Secrets-ის ყველა თარიღი გააუქმა, მოგვიანებით კი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის კონცერტებიც გადადო. ოპერაციის შემდეგ ჯესი სცენას სექტემბერში დაუბრუნდა და პირველი პერფორმანსი BBC Radio 2 in the Park-ის კონცერტზე გამართა. ამის შემდეგ, გასულ შემოდგომაზე, მას მეორე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi newcomers 2026

Tbilisi Newcomers 2026 განაცხადებების მიღებას იწყებს

შემდეგი სტატია

მარიამ სამუშიასთან კოლაბორაციით, პლატფორმა HOLAFILM-მა მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი