Tbilisi Newcomers 2026 განაცხადებების მიღებას იწყებს

გამარჯვებული Newcomer 2026 4 ივლისს, საიუბილეო, მე-15 Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება.
Tbilisi newcomers 2026
Tbilisi newcomers 2026

22 მაისს ახალი მუსიკალური აღმოჩენების პლატფორმა Tbilisi Newcomers 2026 წლის სეზონის დაწყებას და საკონკურსო ნამუშევრების მიღებას ოფიციალურად აცხადებს. პროექტი წლებია, ქართული მუსიკალური სცენის განვითარებისა და ახალი ტალღის არტისტების აღმოჩენას ემსახურება და ტრადიციულად, წელსაც საშუალებას აძლევს მუსიკოსებს, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.

გამარჯვებული Newcomer 2026 4 ივლისს Tbilisi Open Air-ის უკვე მე-15 საიუბილეო ფესტივალის მთავარ სცენაზე წარდგება. 

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტს არ აქვს ჟანრობრივი შეზღუდვა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ახალბედა თუ უკვე არსებულ მუსიკალურ პროექტს შეუძლია (ეს იქნება ბენდი, სოლო შემსრულებელი თუ ელექტრონული მუსიკის პროექტი). 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი სამ ძირითად ეტაპად წარიმართება და მუსიკოსებს საკუთარი თავის სხვადასხვა ამპლუაში გამოვლენის საშუალებას მიეცემათ:

I ეტაპი აპლიკაციების მიღებაა, რომელიც  22 მაისიდან 7 ივნისამდე  (18:00 საათი)  გაგრძელდება. მონაწილეობისთვის

აუცილებელია სამი საავტორო ნამუშევრის გაგზავნა. მნიშვნელოვანი პირობაა, რომ წარმოდგენილი ტრეკები ექვს თვეზე მეტი ხნის გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.

II ეტაპი – Showcase (13–14 ივნისი) –  უკვე ცოცხალი შესრულებების სივრცეა, სადაც პირველი ტურის შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტები საკუთარ მუსიკას ჟიურის წინაშე ლაივ ფორმატში შეასრულებენ. 

III ეტაპი კი ფინალური კონცერტია, დასკვნითი ღონისძიება, სადაც

წლევანდელი გამარჯვებული  გამოვლინდება. (ფინალური ეტაპის თარიღი  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი).

საკონკურსო განაცხადის შევსება მუსიკოსებს 7 ივნისის 18:00 საათამდე ამ ბმულზე შეუძლიათ.

Tbilisi Newcomers-ის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველა ახალ არტისტს, გამოიყენონ ეს პლატფორმა საკუთარი მუსიკალური კარიერისთვის და გახდნენ ზაფხულის მთავარი მუსიკალური მოვლენის ნაწილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძემ ახალი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია Mauricio Santana/Getty Images

ჯესი ჯეის თქმით, მან მკერდის კიბო დაამარცხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი